"ცოტა დაუჯერებელი იყო, როცა მეტყოდა: "შენ ხომ უკეთ იცი, როგორ უნდა ითამაშოო?“ - რას იხსენებს ნანა შონია ელდარ შენგელაიას შესახებ - კვირის პალიტრა

"ცოტა დაუჯერებელი იყო, როცა მეტყოდა: "შენ ხომ უკეთ იცი, როგორ უნდა ითამაშოო?“ - რას იხსენებს ნანა შონია ელდარ შენგელაიას შესახებ

დღეს ქარ­თუ­ლი კი­ნოს ოქ­როს ხა­ნას, კი­დევ ერთი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა. გარ­და­იც­ვა­ლა დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მე­ბის შე­მოქ­მე­დი - ელ­დარ შენ­გე­ლა­ია. ის ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­და, მას რო­გორც შე­მოქ­მედს უკ­ვდა­ვად აქ­ცევს. ინ­ფორ­მა­ცია ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს ოჯა­ხის წევ­რმა, მის­მა რძალ­მა, ეკა ჭი­ჭი­ნა­ძემ და­უ­დას­ტუ­რა.

რე­ჟი­სო­რი ბოლო დროს ავად­მყო­ფობ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ძიმ­და.ლე­გენ­და­რულ რე­ჟი­სორს მსა­ხი­ო­ბი ნანა შო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტით იხ­სე­ნებს:

"როცა ელ­დარ­ზე ვფიქ­რობ, სულ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მახ­სენ­დე­ბა. კა­მე­რით ხელ­ში მე­სა­უბ­რე­ბო­და და რეპ­ლი­კებს მაწ­ვდი­და, რომ მე მე­თა­მა­შა, თავი კომ­ფორ­ტუ­ლად მეგ­რძნო და შემ­ძლე­ბო­და, სწო­რად მივმხდა­რი­ყა­ვი იმ ამო­ცა­ნას, რა­საც ითხოვ­და.

მეხ­მა­რე­ბო­და, მე­ფე­რე­ბო­და და ამ გზით ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე ის პერ­სო­ნა­ჟი და­ე­ნა­ხა ჩემ­ში და ასეც მოხ­და, და­ი­ნა­ხა და მერე და­ი­წყო ის, რაც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, სულ მე­მახ­სოვ­რე­ბა და სულ მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მისი. იმ სით­ბოს­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბის­თვის, რაც მას­თან ყოფ­ნის და მუ­შა­ო­ბის დროს გან­ვი­ცა­დე.

ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას ჰგავ­და მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს გე­ნი­ო­სი რო­გო­რი უბ­რა­ლო­ე­ბით, ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით მე­კი­დე­ბო­და და მამ­ხნე­ვებ­და. ზოგ­ჯერ ყუ­რებ­საც არ ვუ­ჯე­რებ­დი, რომ ეს ჩემს თავს ხდე­ბო­და.

ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, როცა მე­ტყო­და: "შენ ხომ უკეთ იცი, რო­გორ უნდა ითა­მა­შოო?“ მე ხომ მა­შინ სულ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, კი­ნო­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სუ­ლაც არ მქონ­და. ის უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი რე­ჟი­სო­რი, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი და რო­მან­ტი­კო­სი.

ვუ­სამ­ძიმ­რებ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თულ კი­ნოს და ქარ­თველ ხალ­ხს. და მად­ლო­ბას ვუხ­დი მას, რომ ასე გაგ­ვა­ბედ­ნი­ე­რა და უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩვე­ნი თა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. წა­ვი­და და თან წა­ი­ღო უზარ­მა­ზა­რი სიყ­ვა­რუ­ლი და თან და­ტო­ვა დიდი სევ­და და მო­ნატ­რე­ბა. მიყ­ვარს და სულ მეყ­ვა­რე­ბა. უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი", - წერს ნანა შო­ნია.

ambebi.ge