როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9 აგვისტომდე?! - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9 აგვისტომდე?!

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან 38- 40 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.

„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"