"წა­ვი­და მის უსაყ­ვარ­ლეს შვილ­თან" - როგორ ემშვიდობებიან ლეგენდას - ელდარ შენგელაიას? - კვირის პალიტრა

"წა­ვი­და მის უსაყ­ვარ­ლეს შვილ­თან" - როგორ ემშვიდობებიან ლეგენდას - ელდარ შენგელაიას?

92 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა დიდი ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რო­მელ­მაც უკ­ვდა­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა და­ტო­ვა... „თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი," „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა,“ „შე­რე­კი­ლე­ბი,“ „სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი,“ „ცის­ფე­რი მთე­ბი“ - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბის, იმ ფილ­მე­ბის, რო­მე­ლიც მის­თვის შვი­ლე­ბი­ვით იყო და მათი ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა თუ გან­სჯა არ შე­ძე­ლო.

მუდ­მი­ვად მად­ლო­ბას უხ­დი­და მა­ყუ­რე­ბელს, ვინც, ამ­დე­ნი წლის მე­რეც, მის კი­ნოს უყუ­რებ­და და ახ­სოვ­და ფრა­ზე­ბი მისი ფილ­მე­ბი­დან.

მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი, ხა­ლი­სი სულ ჰქონ­და და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც 90 წლის იუ­ბი­ლეს­თვის „ფორ­მუ­ლამ" ჩა­წე­რა ამ­ბობს:

„ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან კარ­გად მივ­ლის ჩემი მე­უღ­ლე, კარ­გად ვგრძნობ თავს. მგო­ნია, ამ და­ბა­დე­ბის დღეს კარ­გად ჩა­ვივ­ლით და მერე, მინ­და გა­და­ვი­ღო ერთ ფილ­მი... სა­ერ­თოდ თუ ღმერ­თი ინე­ბებს, რამ­დენ­საც ვი­ცხოვ­რებ, ყო­ველ წე­ლი­წადს გა­და­ვი­ღებ თითო ფილ­მს... ვარ 90 წლის, მაგ­რამ შეგ­რძნე­ბით - 40-ის“. ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ სამ­წუ­ხა­როდ 2 წელი იცო­ცხლა, მაგ­რამ დარ­ჩა მისი მდი­და­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად დროს უძ­ლებს კი არა, მუდ­მი­ვად უს­წრებს. ამი­ტო­მა­ცაა შე­დევ­რი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი.

სამ­ძი­მა­რიდღეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი გა­და­ივ­სო სამ­ძიმ­რის ტექ­სტე­ბით, რე­ჟი­სო­რის ფო­ტო­ე­ბით.

„ძია ელ­და­რი!

უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი! ყვე­ლა თა­ვის გვერ­დზე დებს თა­ვის­თან გა­და­ღე­ბულ მის სუ­რათს. მე კი თა­ვის საყ­ვა­რელ და ულა­მა­ზეს დე­დას­თან გა­და­ღე­ბულ სუ­რათს დავ­დებ!

ელ­და­რი ძიას გარ­დაც­ვა­ლე­ბით წა­ვი­და ნატო ვაჩ­ნა­ძის ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე!

მი­უ­ვა იქ თა­ვის დე­დი­კოს და მე­ო­რე დღეს­ვე მო­ძებ­ნის 2 რე­ზოს: ჭე­იშ­ვილს და გაბ­რი­ა­ძეს - აბა, სცე­ნარ­ზე და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბაო!“ - წერს ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

17:23 / 04-08-2025 92 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა დიდი ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რო­მელ­მაც უკ­ვდა­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა და­ტო­ვა... „თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი," „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა,“ „შე­რე­კი­ლე­ბი,“ „სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი,“ „ცის­ფე­რი მთე­ბი“ - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ნა­მუ­შევ­რე­ბის, იმ ფილ­მე­ბის, რო­მე­ლიც მის­თვის შვი­ლე­ბი­ვით იყო და მათი ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა თუ გან­სჯა არ შე­ძე­ლო.

მუდ­მი­ვად მად­ლო­ბას უხ­დი­და მა­ყუ­რე­ბელს, ვინც, ამ­დე­ნი წლის მე­რეც, მის კი­ნოს უყუ­რებ­და და ახ­სოვ­და ფრა­ზე­ბი მისი ფილ­მე­ბი­დან.

მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი, ხა­ლი­სი სულ ჰქონ­და და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც 90 წლის იუ­ბი­ლეს­თვის „ფორ­მუ­ლამ" ჩა­წე­რა ამ­ბობს:

„ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან კარ­გად მივ­ლის ჩემი მე­უღ­ლე, კარ­გად ვგრძნობ თავს. მგო­ნია, ამ და­ბა­დე­ბის დღეს კარ­გად ჩა­ვივ­ლით და მერე, მინ­და გა­და­ვი­ღო ერთ ფილ­მი... სა­ერ­თოდ თუ ღმერ­თი ინე­ბებს, რამ­დენ­საც ვი­ცხოვ­რებ, ყო­ველ წე­ლი­წადს გა­და­ვი­ღებ თითო ფილ­მს... ვარ 90 წლის, მაგ­რამ შეგ­რძნე­ბით - 40-ის“. ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ სამ­წუ­ხა­როდ 2 წელი იცო­ცხლა, მაგ­რამ დარ­ჩა მისი მდი­და­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად დროს უძ­ლებს კი არა, მუდ­მი­ვად უს­წრებს. ამი­ტო­მა­ცაა შე­დევ­რი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი.

ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ბავ­შვო­ბი­სა და მოზ­რდი­ლო­ბის ფო­ტო­კო­ლა­ჟისამ­ძი­მა­რიდღეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი გა­და­ივ­სო სამ­ძიმ­რის ტექ­სტე­ბით, რე­ჟი­სო­რის ფო­ტო­ე­ბით.

„ძია ელ­და­რი!

უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი! ყვე­ლა თა­ვის გვერ­დზე დებს თა­ვის­თან გა­და­ღე­ბულ მის სუ­რათს. მე კი თა­ვის საყ­ვა­რელ და ულა­მა­ზეს დე­დას­თან გა­და­ღე­ბულ სუ­რათს დავ­დებ!

ელ­და­რი ძიას გარ­დაც­ვა­ლე­ბით წა­ვი­და ნატო ვაჩ­ნა­ძის ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე!

მი­უ­ვა იქ თა­ვის დე­დი­კოს და მე­ო­რე დღეს­ვე მო­ძებ­ნის 2 რე­ზოს: ჭე­იშ­ვილს და გაბ­რი­ა­ძეს - აბა, სცე­ნარ­ზე და­ვი­წყოთ მუ­შა­ო­ბაო!“ - წერს ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი.

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია დე­დას­თან - ნატო ვაჩ­ნა­ძეს­თან ერ­თად.

„დიდი რე­ჟი­სო­რი წა­ვი­და! ჩემი და ჩემი ოჯა­ხის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

P.S. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ თეთ­რი ვარ­დის­თვის, რო­მე­ლიც მი­გ­ქონ­დათ კი­ტას საფ­ლავ­ზე, - ელე­ნი­კოს­თან ისე არ მი­ვალ კი­ტას­თან რომ არ გა­მო­ვი­ა­როო. წა­ვი­და თა­ვის ელე­ნი­კოს­თან მიყ­ვარ­ხართ და მო­მე­ნატ­რე­ბით! – წერს ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე.

"გენიალური ადამიანი წავიდა.ჩვენი იდენტობა, კულტურა, გემოვნება, იუმორი და ბევრი სხვა რამ განსაზღვრა ამ ადამიანმა.მადლობა ყველაფრისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში ნატალია ქუთათელაძე.

„გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი უძ­ვირ­ფა­სე­სი მა­მი­დაშ­ვი­ლი და გე­ნი­ა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია. მან სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით და ცხოვ­რე­ბით თა­ვად თქვა მის შე­სა­ხებ და გე­ნი­ა­ლუ­რად მოყ­ვა ქარ­თვე­ლე­ბის ამ­ბა­ვი... ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა გა­აც­ნო მთელს მსოფ­ლი­ოს და ბო­ლოს წა­ვი­და მის უსაყ­ვარ­ლეს შვილ­თან, ელე­ნი­კოს­თან...

მად­ლო­ბა ელ­დარ ყვე­ლაფ­რის­თვის მე ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი შე­ნით...

კირა, “ - წერს თა­ვის გვერ­დზე მსა­ხი­ო­ბი კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი.