"ბრძოლის სტრატეგია არა კვატი... ხელებს ვერ ვაჩერებ... ძალიან ცუდად გამოიყურებით, ძალიან" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ლელო გახარიას" გადაწყვეტილებაზე?
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება "ლელო გახარიას" გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
"ვფიქრობდი ამ თემაზე აღარ დავწერდი, მაგრამ ხელებს ვერ ვაჩერებ "ლელო გახარია" ისეთ კანდიდატებს ასახელებენ მერობაზე არც კი გაუვლიათ თავში მოგება.
უბრალოდ უნდა შევიდნენ არჩევნებში. ვიღაცის ან რაღაცის მიმართ აქვთ ვალდებულება. ერთ კანდიდატზეც კი ვერ შეთანხმდნენ. ბრძოლის სტრატეგია არა კვატი. ძალიან ცუდად გამოიყურებით, ძალიან." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.