"9 წლის ბი­ჭის ოპე­რა­ცია იყო, ალ­ბათ წმინ­და გი­ორ­გიც ჩვენ­თან ერ­თად იყო, გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­ვე­დით..." - რას ჰყვება პროფესიაზე, პაციენტებზე და კურიოზულ სიტუაციებზე გუგა ქაშიბაძე? - კვირის პალიტრა

"9 წლის ბი­ჭის ოპე­რა­ცია იყო, ალ­ბათ წმინ­და გი­ორ­გიც ჩვენ­თან ერ­თად იყო, გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­ვე­დით..." - რას ჰყვება პროფესიაზე, პაციენტებზე და კურიოზულ სიტუაციებზე გუგა ქაშიბაძე?

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია გუგა ქა­ში­ბა­ძე - დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რეს­პონ­დენ­ტე­ბი ამ პრო­ექ­ტში ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის დას­მულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხო­ბენ. გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ას ნა­ხავთ სტა­ტი­ის ბო­ლო­ში.

იზა:

- ბა­ტო­ნო გუგა, მო­გე­სალ­მე­ბით. რა­ტომ აირ­ჩი­ეთ პრო­ფე­სი­ად ექი­მო­ბა?

- მო­გე­სალ­მე­ბით, კი­დევ კარ­გი ექი­მო­ბა ავირ­ჩიე. არ ვიცი, შემ­თხვე­ვით მოხ­და, ბედ­მა გა­და­წყვი­ტა, პლა­ნე­ტე­ბი გან­ლაგ­დნენ ასე, თუ რა იყო, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ვგრძნობ­დი, ისე­თი პრო­ფე­სია მინ­დო­და, ამერ­ჩია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­მე­ო­რებ, კი­დევ კარ­გი ექი­მო­ბა ავირ­ჩიე!

აკა:

- დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რა არის თქვენ­თვის და ამ საქ­მის მთა­ვარ სირ­თუ­ლედ რას მი­იჩ­ნევთ?

- პირ­ველ რიგ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, დიახ, სა­თა­ვე­ში ედგე დარ­გს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ერ­თა­დერ­თია, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ვიყო და ის თა­მა­სა, რაც დამ­წვრო­ბის ცენ­ტრს უკა­ვია, დაბ­ლა არ დავ­წიო.

მკი­თხვე­ლი:

- გა­იხ­სე­ნეთ ყვე­ლა­ზე მძაფ­რი ემო­ცია, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კი­სას გქო­ნი­ათ?

- ალ­ბათ ეს არის 9 წლის ბი­ჭის ოპე­რა­ცია, რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჩვენ (ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­თან ბე­სიკ იაშ­ვილ­თან ერ­თად) მარ­ტო არ ვი­ყა­ვით... ღი­მი­ლით ვამ­ბობ ხოლ­მე, ალ­ბათ წმინ­და გი­ორ­გიც ჩვენ­თან ერ­თად იყო, გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­ვე­დით...

თემო:

- ცოტა უც­ნა­უ­რად ჟღერს ალ­ბათ, მაგ­რამ რო­გო­რე­ბი არი­ან, რას ავ­ლე­ნენ კლი­ნი­კა­ში დამ­წვრო­ბით შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი?

- ერ­თა­დერ­თი, რაც მიკ­ვირს, ისაა, რომ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის, ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­გობ­რდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და მათი ეს მე­გობ­რო­ბა წლე­ბის მე­რეც გრძელ­დე­ბა. დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­ერ­თო გა­სა­ჭი­რი და ერ­თად გა­და­ტა­ნი­ლი ტკი­ვი­ლი, გან­საც­დე­ლი აახ­ლო­ებთ. ისეთ ფაქ­ტებს შევ­სწრე­ბი­ვარ, რომ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში და­წყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა, და­ნა­თე­სა­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ვი­მე­ო­რებ, არა­და, ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს სა­ერ­თო მათ არა­ფე­რი უნდა ჰქონ­დათ.

ლია:

- სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კი­დან ხში­რად ჰყვე­ბით ხოლ­მე სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რი­ებს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას მარ­თა­ლია, არ ამ­ხელთ, მაგ­რამ ის­ტო­რია შე­საძ­ლოა, ვინ­მეს ეც­ნოს კი­დეც. მათ­გან საყ­ვე­დუ­რი ხომ არ მი­გი­ღი­ათ?

- არა, საყ­ვე­დუ­რი არ მი­მი­ღია, იმი­ტომ, რომ ამ ის­ტო­რი­ებ­ში ხში­რად არც სქე­სი ემ­თხვე­ვა, არც ასა­კი და ძნე­ლია, ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თავი ამო­იც­ნოს... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, ჩემი მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი რომ მო­უს­მე­ნი­ათ, უთ­ქვამთ, ჩემი მსგავ­სი ის­ტო­რია სხვა­საც გა­დახ­დე­ნი­აო. ვერც კი მიხ­ვედ­რი­ლა, რომ ეს მისი ამ­ბა­ვი იყო.

ნიკა:

- სტრე­სუ­ლი სა­მუ­შაო გაქვთ. ამის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად მგო­ნი, მთა­ში და­დი­ხართ, თუმ­ცა მთა­ში სი­ა­რუ­ლიც რის­კებს შე­ი­ცავს... ბევრ მწვერ­ვალ­ზე ხართ ასუ­ლი?

- თით­ქმის ყო­ველ დღე გვი­წევს ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე მოზ­რდი­ლებ­ში. სულ მიკ­ვირს იმ ექი­მე­ბის ნათ­ქვა­მის, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ცივი გო­ნე­ბით, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე შე­დი­ან სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში. ეს ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ასე მგო­ნია, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე, ვერ­ცერთ ოპე­რა­ცი­ა­ზე ვერ დავ­დგე­ბი. ალ­ბათ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გი­ბიძ­გებს, რომ ფორ­მა­ში იყო და მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევს. ამ დროს ბევ­რი რამ არის შენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სა­მუ­შაო სტრე­სუ­ლია, რად­გან გინ­და, არ გინ­და, არა მარ­ტო მო­რა­ლუ­რად, ფი­ზი­კუ­რად იღ­ლე­ბი, ხვდე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ტრა­გე­დი­ებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას ახ­დენს შენ­ზე და რა­ღა­ცის სახ­ლშიც წა­ღე­ბაც გი­წევს. რაც არ უნდა, დიდი დრო გა­ვი­დეს, ამ ყვე­ლა­ფერს ვერ ეჩ­ვე­ვი. წლე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ისე მწვა­ვედ ვერ აღიქ­ვამ­დე, რო­გორც და­სა­წყის­ში, რად­გან ეს სიმწვა­ვე ოდ­ნავ იკ­ლებს, თუმ­ცა მთლი­ა­ნად არ ქრე­ბა. მერე ცდი­ლობ, ეს სტრე­სი რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ა­ნე­იტ­რა­ლო თვი­თონ სამ­სა­ხუ­რის პი­რო­ბებ­ში, გზა­ში, სახ­ლში. ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად იუ­მო­რი მშვე­ლის, სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, იუ­მო­რით გა­მო­ვი­დე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და შე­ვამ­სუ­ბუ­ქო ის სა­კუ­თა­რი მო­რა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა და ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ტან­ჯვა.

თით­ქმის ჩემი ყვე­ლა ჰო­ბის ნა­წი­ლი, ად­რე­ნა­ლინ­თან და რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ესეც იყოს მი­ზე­ზი, მათ შო­რის, მთა­ში სი­ა­რუ­ლი. თუმ­ცა მთა­ში სი­ა­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბამ­დეც მიყ­ვარ­და, რად­გან ულა­მა­ზე­სი მთე­ბი გვაქვს. მი­ხა­რია, რომ იქ ქარ­თველს ნა­ხავ და არა მარ­ტო უცხო­ელს, რო­მე­ლიც ტკბე­ბა ჩვე­ნი მთე­ბის სი­ლა­მა­ზით.

ბესო:

- რომ არა ექი­მი, ალ­ბათ მხატ­ვა­რი იქ­ნე­ბო­დით. რას იტყვით?

- დიდი ალ­ბა­თო­ბით ასეც არის. ხატ­ვაც მი­ტა­ცებ­და და დღემ­დე ვხა­ტავ, ვძერ­წავ, რკი­ნა­ზე ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა გა­დაჭ­რით თქმა მა­ინც რთუ­ლია. ვი­მე­ო­რებ, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან მი­მაჩ­ნია, რომ კი­დევ კარ­გი ეს პრო­ფე­სია ავირ­ჩიე და კი­დევ კარ­გი ექი­მი ვარ. ეს იმ­დენ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, ისეთ აღ­ტა­ცე­ბას მგვრის, ისე­თი აზარ­ტი ახ­ლავს ამ ყვე­ლა­ფერს, ხან­და­ხან მიკ­ვირს კი­დეც, ხელ­ფასს რაში მიხ­დი­ან.

თიკა:

- თქვენს კა­რი­კა­ტუ­რებს ვინ­მე ხომ არ გა­უ­ნა­წყე­ნე­ბია. ყო­ვე­ლი კა­რი­კა­ტუ­რის შექ­მნის წინ იმ­პულსს რა გაძ­ლევთ?

- პი­როვ­ნულ კა­რი­კა­ტუ­რებს იშ­ვი­ა­თად ვხა­ტავ, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კა­რი­კა­ტუ­რის ად­რე­სა­ტი არა­და, სხვე­ბი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლან. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის კა­რი­კა­ტუ­რით, რო­მელ­საც მო­ღუ­ნუ­ლი ცხვი­რი ჰქონ­და, სა­ოც­რად აღ­შფოთ­და ერთ-ერთი მკი­თხვე­ლი, - ასე­თი ცხვი­რი არ აქვს მე­რაბ­სო. დი­ა­ლოგ­ში აღარ შე­ვე­დი, მაგ­რამ ისე­თი სიმ­ძაფ­რით აღიქ­ვა, რომ თით­ქოს მე­რა­ბის­თვის უდი­დე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი უტ­რი­რე­ბა იყო და კა­რი­კა­ტუ­რაც ხომ ეგ არის?! ნახეთ ვრცლად