ელდარ შენგელაიას ნაკლებად ცნობილი კადრები - კვირის პალიტრა

ელდარ შენგელაიას ნაკლებად ცნობილი კადრები

2025 წლის 4 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია.

ის რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლი­ა­სა და მსა­ხი­ობ ნატა ვაჩ­ნა­ძის ოჯახ­ში 1933 წლის 26 იან­ვარს და­ი­ბა­და. არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის შე­დევ­რე­ბია მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი: "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, "შე­რე­კი­ლე­ბი“, "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი“, "ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი“.

eldarshegelaiadzidzastanertad-1754423004.jpg
ძიძასთან ერთად

მო­მა­ვალ­მა რე­ჟი­სორ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო მოს­კო­ვის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში.

1957–1959 წლებ­ში მუ­შა­ობ­და კი­ნოს­ტუ­დია "მოს­ფილმში“. 1960 წლი­დან გა­და­ვი­და კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში“.

თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მი "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი" გა­და­ი­ღო თა­მაზ მე­ლი­ა­ვას­თან ერ­თად, 1963 წელს.

eldarshegelaiamamidastanertad-1754423113.jpg
ელდარ შენგელაია მამიდასთან ერთად

შემ­დე­გი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის "მი­ქე­ლას“ ეკ­რა­ნი­ზა­ცია (1964.) მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1977 წელს ის კვლავ და­უბ­რუნ­და კლდი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას და გა­და­ი­ღო "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვლი“ (1977).

ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ სა­ხე­ლი გა­ით­ქვა დრა­მა­ტურგ რეზო გაბ­რი­ა­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. მათ ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნეს კო­მე­დი­უ­რი ფილ­მე­ბი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“ (1968) და "შე­რე­კი­ლე­ბი“ (1973).

pirvelmeuglestanariadnastanertad-1754423206.jpg
პირველ მეუღლესთან არიადნასთან ერთად

ლე­გენ­და­რუ­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობ­და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უდი­დეს წარ­მა­ტე­ბებ­თან და შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ხა­რულ­თან ერ­თად, სავ­სე იყო ტრა­გე­დი­ე­ბი­თაც.10 წლის იყო, რო­დე­საც მამა და­კარ­გა, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლია 1943 წელს 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ცდი­ლობ­და შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლო, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და მათი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია 20 წლის იყო, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი ნატო ვაჩ­ნა­ძე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა.

მსა­ხი­ო­ბი 1953 წლის ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მურ­მანსკში წა­ვი­და საქ­მე­ზე, იქი­დან მოს­კოვ­ში გა­მო­ი­ა­რა შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად. ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ასე იხ­სე­ნებ­და დე­დას­თან უკა­ნას­კნელ შეხ­ვედ­რას. წაიკითხეთ ვრცლად