დიდი რეჟისორის ორი ქორწინება და შთამომავლობა - ვინ აგრძელებს შენგელაიების ოჯახის კინემატოგრაფიულ ტრადიციას? - კვირის პალიტრა

დიდი რეჟისორის ორი ქორწინება და შთამომავლობა - ვინ აგრძელებს შენგელაიების ოჯახის კინემატოგრაფიულ ტრადიციას?

სა­ქარ­თვე­ლო დიდ რე­ჟი­სორს, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ემ­შვი­დო­ბე­ბა, რო­მე­ლიც 92 წლის ასაკ­ში 4 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. მან და­ტო­ვა უკ­ვდა­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბა არა მხო­ლოდ ფილ­მე­ბის სა­ხით, არა­მედ ოჯა­ხუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის, ტკი­ვი­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის სუ­ლის შემ­ძვრე­ლი ამ­ბე­ბი­თაც.

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია 1933 წლის 26 იან­ვარს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან­ვე კი­ნოს სამ­ყა­როს უკავ­შირ­დე­ბო­და - მამა ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია, ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი იყო, დედა კი - ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი ნატო ვაჩ­ნა­ძე. 1958 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, ხოლო 1960 წლი­დან კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ რე­ჟი­სო­რი გახ­და. მისი ფილ­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, "შე­რე­კი­ლე­ბი“, "ცის­ფე­რი მთე­ბი ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი“, ქარ­თუ­ლი კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის ოქ­როს ფონდში შე­ვი­და და სა­მუ­და­მოდ და­ი­დო ბინა მა­ყუ­რებ­ლის გულ­ში.

ლე­გენ­და­რუ­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობ­და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უდი­დეს წარ­მა­ტე­ბებ­თან და შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ხა­რულ­თან ერ­თად, სავ­სე იყო ტრა­გე­დი­ე­ბი­თაც.

10 წლის იყო, რო­დე­საც მამა და­კარ­გა, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლია 1943 წელს 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ცდი­ლობ­და შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლო, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და მათი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

20 წლის იყო, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი ნატო ვაჩ­ნა­ძე ტრა­გი­კუ­ლად, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა.

მის ცხოვ­რე­ბა­ში ტრა­გე­დი­ე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, 2009 წელს მან ასე­ვე ტრა­გი­კუ­ლად, ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­კარ­გა ნა­ბო­ლა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი, 23 წლის ელე­ნე.

"არ მინ­და ამა­ზე ხში­რად ვი­ლა­პა­რა­კო. ზოგ­ჯერ სი­ჩუ­მე­ში მეტი იკი­თხე­ბა, ვიდ­რე სი­ტყვებ­ში… უბ­რა­ლოდ, არ არ­სე­ბობს დღე, როცა არ ვიხ­სე­ნებ. ვცდი­ლობ, ძლი­ე­რი ვიყო, მაგ­რამ ვერ ვი­ვი­წყებ", - ამ­ბობ­და რე­ჟი­სო­რი...

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე იყო არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი - შპ­რინ­კი). ისი­ნი სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ქორ­წინ­დნენ და და თით­ქმის 20 წელ­ზე დიდ ხანს იყ­ვნენ ერ­თად. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა - ნატო (ნა­ტა­შა) და ეკა­ტე­რი­ნე შენ­გე­ლა­ი­ე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ორი მთა­ვა­რი ქალი იყო - ორი მე­უღ­ლე.

არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია - "ქარ­თუ­ლი კი­ნოს და­უ­ვი­წყა­რი სახე“ და პირ­ვე­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლიელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ბრწყინ­ვა­ლე მსა­ხი­ო­ბი, არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია იყო. მათ ვგიკ-ში გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი, სა­დაც არი­ად­ნა სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობ­და, ელ­და­რი კი – სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე. ახალ­გაზ­რდა, ულა­მა­ზეს­მა ქალ­მა, გვა­რი მე­ო­რე კურ­სზე­ვე შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ა­ზე და­ქორ­წინ­და.

არი­ად­ნა, წარ­მო­შო­ბით რუსი გახ­ლდათ, გერ­მა­ნუ­ლი ფეს­ვე­ბით. მან მთლი­ა­ნად მი­უ­ძღვნა თავი მე­უღ­ლეს და სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ვი­და. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნა­ტა­შა და ეკა­ტე­რი­ნე შე­ე­ძი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით არი­ად­ნა გრი­ბო­ე­დო­ვის სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­და. ის ერ­თგუ­ლად იზი­ა­რებ­და ქმრის ცხოვ­რე­ბის რიტმს და, რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, "თბი­ლის­ში მათ სახ­ლში თით­ქმის პატ­რი­არ­ქა­ტი სუ­ფევ­და, რაც მსა­ხი­ობ­მა მორ­ჩი­ლად მი­ი­ღო და და­ე­მორ­ჩი­ლა ქარ­თულ წე­სებს.“ წყვი­ლი ერ­თად 22 წელი ცხოვ­რობ­და.

წაიკითხეთ სრულად