"ვაქრობ სანთლებს და მადლობას ვუხდი ჩემს ქმარს" - მეგან მარკლი 44 წლის გახდა: ვარსკვლავური წვეულება, მოკრძალებული ტორტი და ემოციური სიტყვები პრინც ჰარის - კვირის პალიტრა

"ვაქრობ სანთლებს და მადლობას ვუხდი ჩემს ქმარს" - მეგან მარკლი 44 წლის გახდა: ვარსკვლავური წვეულება, მოკრძალებული ტორტი და ემოციური სიტყვები პრინც ჰარის

იუ­ბი­ლარ­მა მე­გან მარ­კლიმ, რო­მე­ლიც 4 აგ­ვის­ტოს 44 წლის გახ­და, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ტექ­სტში მად­ლო­ბა თა­ვის მე­უღ­ლეს გა­და­უ­ხა­და და ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბი მი­უ­ძღვნა.

ფო­ტო­ზე, სა­დაც ჩანს, რომ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი უბე­რავს და­ბა­დე­ბის დღის ტორ­ტის სან­თლებს, მე­გან მარ­კლი წერს:

„ვაქ­რობ სან­თლებს და მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს ქმარს, მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს იმი­სათ­ვის, რომ ეს დღე ასეთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ცი­ეს. მათ, ვი­საც არ ვიც­ნობ, ვინც მიგ­ზავ­ნის სიყ­ვა­რულს ყო­ველ­დღე, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა. გთხოვთ, იცო­დეთ, რომ ამას ვგრძნობ და ვა­ფა­სებ“, - და­წე­რა მარ­კლიმ.

და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის ცნო­ბილ რეს­ტო­რან Funke-ში გა­ი­მარ­თე­ბო­და, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა - კიმ კარ­და­ში­ა­ნი, მი­შელ ობა­მა, ბი­ონ­სე და ჯეი-ზი, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, მეტ დე­ი­მო­ნი და მრა­ვა­ლი სხვა.

წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები