200 000 - ლარიანი საბანკო სესხი და ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა? - კვირის პალიტრა

200 000 - ლარიანი საბანკო სესხი და ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა?

ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბელს 2-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ნინო სა­ხე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლემ "სის­ხლი სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 353/1 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი (პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა) 353-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით შეც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კის, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­სამ­სა­ხუ­რის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის­თვის ხე­ლის შეშ­ლის, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტის ან შეც­ვლის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის კი სას­ჯე­ლის სა­ხით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა 2 წლამ­დე ვა­დით და ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­მაც მზია ამაღ­ლო­ბელს 2-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნულ­მა მო­სა­მარ­თლემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში შე­ავ­სო. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ნინო სა­ხე­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის: 53,3 კვ.მ. ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2022 წელს 55 000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა; ასე­ვე, 5 მი­წის ნაკ­ვე­თი ტყი­ბულ­ში, რო­მე­ლიც 2024 წელს ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა.

გარ­და ამი­სა, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მას ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Ford c-max, რო­მე­ლიც 5 270 აშშ დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­მარ­თლის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დო­კუ­მენ­ტის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე ჯამ­ში 2 206 ლარს ფლობ­და.

რო­გორც ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ნინო სა­ხე­ლაშ­ვილს სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მო­სა­მარ­თლის სტა­ტუ­სით, ხელ­ფა­სის სა­ხით, გა­სულ წელს აღე­ბუ­ლი აქვს 95 271 ლარი, ხოლო ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რად - 781 ლარი. მას­ვე გა­სულ წელს ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 10 643 ლარი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა