"არის კითხვები. ბიძინამ გადაწყვიტა ეს განაჩენი, დასავლეთს ეუბნება რომ კარგი ბიჭია" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ახობაძის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე? - კვირის პალიტრა

"არის კითხვები. ბიძინამ გადაწყვიტა ეს განაჩენი, დასავლეთს ეუბნება რომ კარგი ბიჭია" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ახობაძის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ახობაძის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას წერს:

"რა თქმა უნდა არის კითხვები.ამ საქმის მოსამართლე იმ განაჩენს გამოიტანდა, რასაც ეტყოდნენ. ანუ, ბიძინამ გადაწყვიტა ეს განაჩენი.რა გვითხრა ამით? გომელაურის პოლიცია ნარკოტიკებს უდებდა ხალხს?წესით პოლიციელები უნდა დააკავონ. ნეტავ რას იტყვიან? გომელაურმა დაგვავალაო?რა მესიჯი გაუგზავნეს ამ განაჩენით ყოფილ მინისტრს?ეს რომ გვერდით გადავდოთ, რა არის ამ ამბის პოლიტიკური კონტექსტი. მზიას მიუსაჯეს პატიმრობა და გიორგი, რომელსაც სამუდამოსთვის სწირავდნენ გამოუშვეს.ბიძინა დასავლეთს ეუბნება რომ კარგი ბიჭია. აგერ ამხელა საქმეზე გაამართლა კაცი. მზიას გამართლება შეიძლება მას არ ჩასთვლოდა და ახობაძის განაჩენი შოკი იყო. შიდა გაურკვევლობას თესავს. ფიქრობს, რომ ვისაც მიუსაჯა დაიბნევიან. მაშინ, როცა ანრი კვარაცხელიას და საბას განაჩენები მეტის მოთხოვნით გაასაჩივრეს, გონია უსამართლობის განცდას გააჩენს. ბიძინა ხომ ყველაზე მეტად გაუტეხელ და ერთიან სინდისის პატიმრებს ებრძვის. ვერ იგებს რანაირად ამბობენ საპროცესოებზე უარს, არ ტყდებიან, ალაზანზე ხოხბის ფრთხიალი როგორ ურჩევნიათ მონობას. ჰოდა გონია ამას მოარღვევს, მაგრამ მაგრად ცდება. პატიმრების დიდ ოჯახში უკვე ვეღარ გაარჩევ ვინ, ვისი ოჯახის წევრია. ამიტომ ნებისმიერის თავისუფლება საკუთარივით უხარიათ.და ბოლოს, რა თქმა უნდა ეს ბიძინას ტრიუკია, მაგრამ უნდა დავიკიდოთ შინაარსის ძებნა და გავაგრძელოთ ბოლომდე!" - წერს ჟოღჯოლიანი.