ვინ არის და რით არის ცნობილი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, რომელმაც ექიმი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო? - კვირის პალიტრა

ვინ არის და რით არის ცნობილი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, რომელმაც ექიმი გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო?

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მი, გი­ორ­გი ახო­ბა­ძე სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ის დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­თათ­ბი­როდ ერთ კვი­რა­ზე მეტ ხანს იმ­ყო­ფე­ბო­და. მას გა­ნა­ჩე­ნი 25 ივ­ლისს უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, თუმ­ცა, სხდო­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­დო. გა­სულ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ახო­ბა­ძემ სა­ბო­ლოო სი­ტყვით ისარ­გებ­ლა.

მისი და დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ით, გი­ორ­გი ახო­ბა­ძეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და და ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "ჩა­უ­დეს“. ამას­თან, მათი გან­მარ­ტე­ბით, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე გი­ორ­გი ახო­ბა­ძის პი­რის ღრუ­დან აღე­ბუ­ლი ნერ­წყვის ნი­მუ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

ცნო­ბის­თვის, ექი­მი გი­ორ­გი ახო­ბა­ძე 7 დე­კემ­ბერს, რუს­თა­ველ­ზე გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნა­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რა არის ცნო­ბი­ლი რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ? პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია:

და­ი­ბა­და 1984 წლის 27 ნო­ემ­ბერს ქ. ქუ­თა­ის­ში.

გა­ნათ­ლე­ბა:

2002 წელს და­ამ­თავ­რა ქ. ქუ­თა­ი­სის სა­ე­რო სა­შუ­ა­ლო სკო­ლა "ლამ­პა­რი".

2007 წელს და­ამ­თავ­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და მი­ე­ნი­ჭა იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია

2007-2008 წლებ­ში გა­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის ფონ­დის კურ­სე­ბი.

2007 წელს ჩა­ა­ბა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და და ად­ვო­კატ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტეს­ტი­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში.

2009 წელს ჩა­ა­ბა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ხე­ლე­თა გა­მოც­და.

2010 წელს ჩა­ა­ბა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შაკ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და და ად­ვო­კატ­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტეს­ტი­რე­ბა სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით, ამა­ვე წელს გა­ი­ა­რა მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წის სამ­თვი­ა­ნი სა­სა­წავ­ლო კურ­სი.

2014 წელს ჩა­ა­ბა­რა მო­სა­მარ­თლე­ო­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­და სის­ხლის სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში.

2019-2020 წლებ­ში იყო იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის მსმე­ნე­ლი.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

2006-2007 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის სტა­ჟი­ო­რი.

2007-2008 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის კონ­სულ­ტან­ტი­სა და ად­ვო­კა­ტის თა­ნა­შემ­წე.

2010 წელს იყო სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის სტა­ჟი­ო­რი.

2010-2012 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს აპა­რა­ტის კან­ცე­ლა­რი­ის (გან­ყო­ფი­ლე­ბის) სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სექ­ტო­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

2012-2016 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის სხდო­მის მდი­ვა­ნი.

2016-2019 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­სა და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წე.

2021-2022 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­სა და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე.

2022 წლის ნო­ემ­ბრი­დან არის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე.

მოკ­ლედ, ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, 41 წლის რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი 15 წე­ლია სა­სა­მარ­თლო­ში სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობს. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე 2022 წლის ნო­ემ­ბრი­და­ნაა.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" თა­ნახ­მად, რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი პირ­ვე­ლად 2022 წელს გაჩ­ნდა.

მა­შინ მან უარი თქვა აშშ-ის სა­ელ­ჩოს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. მისი თქმით მან და კი­დევ ოთხმა მო­სა­მარ­თლემ (ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვა, ნინო ნა­ჭყე­ბია, მაია ქო­ქი­აშ­ვი­ლი და გიზო უბი­ლა­ვა) ასე გა­აპ­რო­ტეს­ტეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლის, ლაშა ჩხიკ­ვა­ძის მოხ­სნა.

მა­შინ მან "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" უთხრა, რომ ლაშა ჩხიკ­ვა­ძე აშშ-ის სა­ელ­ჩოს პროგ­რა­მი­დან უსა­მარ­თლოდ მოხ­სნეს და ეს მი­უ­ღე­ბე­ლია:

"მო­სა­მარ­თლის მიერ მი­ღე­ბულ რო­მე­ლი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე რა­ი­მე ან­გა­რი­შის მო­თხოვ­ნა არის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ნამ­დვი­ლად არ მქონ­და მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, ამ ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ მაგ ვი­ზი­ტში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მი­ვი­ღე.

ბა­ტო­ნი ლაშა ჩხიკ­ვა­ძის შემ­თხვე­ვა გახ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორ არა­ჯან­საღ გა­რე­მო­ე­ბა­საც ჰქონ­და მის მი­მართ ად­გი­ლი, რა­ზეც ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში უკვე ისა­უბ­რა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“.

შე­გახ­სე­ნებთ, მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ 2022 წლის 15 ივ­ლისს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მან თქვა, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა ჰქონ­და აშშ-ის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ელჩს აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ მი­ი­ღო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და გა­მო­ი­ყე­ნა სას­ჯე­ლად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ამას­თან, ჩხიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შეხ­ვედ­რა­ზე მას უთხრა, რომ აშშ-ში და­გეგ­მილ მო­სა­მარ­თლე­თა ვი­ზი­ტში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და და სი­ი­დან ამო­ი­ღეს.

რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა კო­ლე­გე­ბი და­იც­ვა მა­ში­ნაც, როცა 2023 წლის აპ­რილ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­ებს და­უ­წე­სა სან­ქცი­ე­ბი - მან "ფე­ის­ბუქ­ზე" ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას “მო­რი­გი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი” უწო­და.

ა.წ. 7 ივ­ლისს, მო­სა­მარ­თლე რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი 200 ლა­რით მა­შინ და­ა­ჯა­რი­მა, რო­დე­საც ის პრო­ევ­რო­პუ­ლი აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლის, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მის, გი­ორ­გი ახო­ბა­ძის სა­სა­მარ­თლო სხდო­მას ეს­წრე­ბო­და.

გუ­შინ, 5 აგ­ვის­ტოს კი, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლისტ ნინო თარ­ხნიშ­ვი­ლის 200 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ამ მი­ი­ღო.

რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა ჯა­რი­მა ნინო თარ­ხნიშ­ვილს „"სა­სა­მარ­თლოს მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის­თვის“ და­ა­კის­რა. ის ამ­ბობ­და, რომ მას შემ­დეგ, რაც მო­სა­მარ­თლე დარ­ბაზ­ში შე­ვი­და და დარ­ბაზ­ში მყოფ­ნი, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ფეხ­ზე წა­მოდ­გნენ, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტი სკამ­ზე სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, დრო­ზე ადრე დაჯ­და.

რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე ესა­უბ­რა:"წელს რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა ასე­ვე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა საკ­მა­ოდ რთულ საქ­მე­ზე. გო­რის პო­ლი­ცი­ის გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­საც მე ვი­ცავ­დი, წა­რუდ­გი­ნეს ბრალ­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თით­ქოს მან 15 წლის წინ პე­დო­ფი­ლი­ა­ში ბრალ­დე­ბულ პირ­ზე იძა­ლა­და, სცე­მა (პირი და­ი­ჭი­რეს და ცი­ხე­ში რომ შე­ვი­და, იქ და­ი­წყო ჩი­ვი­ლი, მცე­მე­სო). 2016 წლამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­რა­ვის ასა­ხე­ლებ­და, ვინ სცე­მა, ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მი­დი­ო­და და სტრას­ბურ­გში გა­მო­ვი­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ არ გა­მო­ი­ძია პა­ტიმ­რის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტი.

სტრას­ბურ­გის შემ­დეგ ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ტი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გა­მო­ი­ძი­ოს ეს საქ­მე, ვი­ღა­ცის­თვის ხომ უნდა შე­ე­ტე­ნათ და 2022 წელს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ა.ბ. გა­და­ა­ყე­ნეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს და ამ საქ­მის გან­ხილ­ვა 2 წლის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჯერ მარ­ტო რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა და­ი­წყო საქ­მის გან­ხილ­ვა და მერე რთულ კა­ტე­გო­რი­ად ჩა­ით­ვა­ლა და კო­ლე­გი­უ­რად გა­ნი­ხი­ლეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სულ რამ­დე­ნი­მე საქ­მე იხი­ლე­ბო­და კო­ლე­გი­უ­რად (ერთი სა­ა­კაშ­ვი­ლის და მე­ო­რე ეს იყო), ეს გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე იყო და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, რო­მე­ომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, აპე­ლა­ცი­ამ კი ძა­ლა­ში და­ტო­ვა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. საქ­მე­ში არ იყო სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გა­მომ­ძი­ებ­ლის ბრალს და­ა­დას­ტუ­რებ­და. მინ­და გი­თხრათ, რომ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა საკ­მა­ოდ ობი­ექ­ტუ­რად და გულ­დას­მით გა­ნი­ხი­ლა ეს საქ­მე.

ზო­გა­დად, ეს მო­სა­მარ­თლე საქ­მე­ებს სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში იხი­ლავს და თუ სა­მარ­თლებ­რი­ვად და­სა­ბუთ­დე­ბა, არც გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ერი­დე­ბა, მას­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი არ მუ­შა­ობს. დღეს რო­მე­ომ გი­ორ­გი ახო­ბა­ძის შემ­თხვე­ვა­შიც გა­მო­ი­ტა­ნა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, რო­გორც ჩანს, ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ წარ­მო­ად­გი­ნა. მას­თან უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა მქონ­და და იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ მკაც­რი, ობი­ექ­ტუ­რი და წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი მო­სა­მარ­თლეა.

ჩვენს საქ­მე­შიც იყო სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სი, კერ­ძოდ, გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რის და ვერც ამან მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა - გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აპე­ლი­რებ­და იმა­ზე, რომ სტრას­ბურ­გმა გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაო. ჩვენ გა­ვა­ბა­თი­ლეთ მათი მო­ტი­ვა­ცია, რა თქმა უნდა, მო­სა­მარ­თლემ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის არ­გუ­მენ­ტა­ცია და გა­მო­ი­ტა­ნა კი­დეც გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. მისი სხვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი არ მახ­სენ­დე­ბა.

რო­მე­ოს პა­ტი­ო­სან ადა­მი­ა­ნად ვიც­ნობ­დი მა­ში­ნაც, როცა და­ბალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე მუ­შა­ობ­და და დღე­საც, არც სხვის­გან გა­მი­გია, რომ აი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა და გან­ზრახ გა­მო­ე­ტა­ნოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. კი, არის ზო­გი­ერ­თი მო­სა­მარ­თლე, ადა­მი­ა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით რომც და­უ­სა­ბუ­თო, მაგ­რამ მი­ა­ყუ­რის­ძი­როს. ზოგი მო­სა­მარ­თლე თა­ვად­ვე ექ­ცე­ვა ჩარ­ჩო­ებ­ში, უნდა, ვი­ღა­ცას ასი­ა­მოვ­ნოს. რო­მე­ო­ზე ეს არ ით­ქმის, მან და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს, ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გა­ა­მარ­თლა, საკ­მა­ოდ რთუ­ლად მი­დი­ო­და პრო­ცე­სი, ორ წელ­ზე მეტ­ხანს და მო­სა­მარ­თლის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა არა­ნა­ი­რი გა­დახ­რა ბრალ­დე­ბის (იქ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სი იყო, გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ი­ძია და მისი პრეს­ტი­ჟის სა­კი­თხი გახ­ლდათ), ან რო­მე­ლი­მე მხა­რის მი­მართ. წაიკითხეთ ვრცლად