"ყველაზე ცნობილი კრიტიკული წერილი, რომელიც ელდარის ფილმებზე დაიწერა, ამტკიცებდა, რომ..." - რას წერს თორნიკე შარაშენიძე ელდარ შენგელაიას შემოქმედებაზე? - კვირის პალიტრა

"ყველაზე ცნობილი კრიტიკული წერილი, რომელიც ელდარის ფილმებზე დაიწერა, ამტკიცებდა, რომ..." - რას წერს თორნიკე შარაშენიძე ელდარ შენგელაიას შემოქმედებაზე?

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ელდარ შენგელაიას შემოქმედებაზე წერს სოციალურ ქსელში:

"კინო საოცრებაა. აქ არის სიუჟეტი, მუსიკა, სამსახიობო ხელოვნება, დადგმა...ელდარ შენგელაიასა და გია დანელიას გენიალური კომპოზიტორი ჰყავდათ გია ყანჩელის სახით.ჩემი აზრით ელდარის ფილმებიდან ყველაზე კარგი მუსიკა "შერეკილებში" ჟღერს. გენიალური მუსიკა და თან რაღაცნაირად ქართული, ქართველის გარდა მას ვერავინ დაწერდა. რამდენის თქმა და დაწერა შეიძლება ამ მუსიკასა და ამ ფილმებზე. მაგრამ 1980-ების ბოლოს (როცა საბჭოთა ცენზურა მოირყა და სიტყვის თავისუფლება გაჩნდა) ყველაზე ცნობილი კრიტიკული წერილი რომელიც ელდარის ფილმებზე დაიწერა, ამტკიცებდა რომ "არაჩვეულებრივი გამოფენა" ქართველი კაცების რუს ქალებზე ქორწინების პროპაგანდას ეწეოდა.ჩემი აზრით მას აქეთ ძალიან შორს არ წასულა კრიტიკული აზროვნება..." - წერს შარაშენიძე.