"მხოლოდ ერთი დღეა, რაც ჩამოვედით და უკვე შეყვარებულია ჩვენს კულტურაზე, განსაკუთრებით კი ადამიანებზე" - როგორ დახვდნენ საქართველოში ნუცა ბუზალაძის რჩეულს? (ვიდეო)
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე თავის რჩეულთან, დარენ პრინცთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.
როგორც მომღერლის "სთორიდან" ირკვევა, ქართველებმა შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს.
"ჩემი მეგობრები აეროპორტიდანვე შეხვდნენ დარენს ისე, როგორც მხოლოდ ქართველებს შეუძლია, მხოლოდ ერთი დღეა, რაც ჩამოვედით და უკვე შეყვარებულია ჩვენს კულტურაზე , განსაკუთრებით კი ადამიანებზე. აი, ამას ჰქვია სითბო და გულწრფელობა. რამდენადაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვამაყობ, რომ ქართველი ვარ" - წერს ბუზალაძე.