სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო: "ვაღიარებ, რომ არ შეიძლება ადამიანზე ხელის აწევა"
"ვარსკვლავების ფაბრიკის" ორ ყოფილ მონაწილეს, მომღერალ ირაკლი ფირცხალავასა და მიხეილ გრებენშიკოვს შორის კონფლიქტი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ინციდენტი 13 ივნისს, მოსკოვში გამართულ საფეხბურთო-მუსიკალურ ფესტივალზე „არტ-ფეხბურთი“ მოხდა. ინფორმაცია ჩხუბის შესახებ მოგვიანებით 7 აგვისტოს გავრცელდა, როდესაც სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.
კონფლიქტის სხვადასხვა ვერსია
გრებენშიკოვის ვერსიით, რომელიც მედიაში გავრცელდა, ის სასტუმრო "ალფასთან“ იდგა, როდესაც ფირცხალავამ ჩაუარა. ირაკლიმ, სავარაუდოდ, რუსეთის ნაკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეურაცხყოფა დაიწყო, რაზეც გრებენშიკოვმა იხუმრა, რის შემდეგაც ფირცხალავა ფიზიკურად გაუსწორდა. შოუმენმა პოლიციას მიმართა.
თავის მხრივ, ირაკლი ფირცხალავამ, რუსულ მედიასთან კომენტარში განმარტა, რომ ის არ აპირებდა კონფლიქტის საჯარო სივრცეში გამოტანას, მაგრამ დამახინჯებული ფაქტების გამო იძულებული გახდა, მომხდარზე რეაგირება მოეხდინა. მისი განცხადებით, კონფლიქტის რეალური მიზეზი მისი შენიშვნა გახდა „აკრძალულ ნივთიერებებთან“ დაკავშირებით, რომლის სუნიც მან კოლეგასთან სიახლოვეს იგრძნო. საუბარია მარიხუანაზე, რომელსაც სასტუმროს წინ მდგარი გრებენშიკოვი მოიხმარდა. გააგრძელეთ კითხვა