"არ წყდება გოდება თემაზე "ჩვენ სად ვართ?" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე?
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ზანგურის დერეფანზე:
"არ წყდება გოდება თემაზე "ჩვენ სად ვართ?"
მთავარი მოტივი: "ზანგეზურის დერეფანი დაანგრევს შუა დერეფანს"სინამდვილეში შუა დერეფანი აქტუალური გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ომის გამო რუსეთთან ევროპამ ვაჭრობა მინიმუმამდე დაიყვანა და ამიტომ ჩაიკეტა ჩრდილოეთ დერეფანი (რომელიც რუსეთის გავლით ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან). დიდი შანსია ომის დასრულების შემდეგ ეს ჩრდილოეთ დერეფანი მალევე აღდგეს. ასეც რომც არ მოხდეს (რუსეთი იზოლაციაში რომ დარჩეს), სამწუხაროდ შუა დერეფანმა მეტად უმნიშვნელოდ ჩაანაცვლა ჩრდილოეთ დერეფანი - სავაჭრო ხაზებმა ზღვაზე გადაინაცვლა. იქ უფრო მომგებიანია. შესაბამისად, ვერც ზანგეზური ჩაანაცვლებს ჩრდილოეთ კორიდორსა და საზღვაო გზებს. მითუმეტეს რომ იქ ინფრასტრუქტურის განვითარება დიდ დროს წაიღებს. დარჩა კიდევ "აწი სავაჭრო გზები ჩვენი გვერდის ავლით გავა."რა გზები გავა? აზერბაიჯანული ნავთობი და გაზი ჩვენი ტერიტორიის გავლით გადის მსოფლიო ბაზარზე. ბაქო-თბილის-ჯეიჰანში და ბაქო-თბილის-ერზრუმში უზარმაზარი ფული ჩაიდო. ვინაა კიდევ ფულის ჩამდები ახალ მილსადენებში? ან რაში სჭირდება აზერბაიჯანს ახალი მილსადენები? სხვა კიდევ რა გზებია ისეთი?თუ ის გვინდა რომ უკუნითი უკუნისამდე ყველა მეზობელი ქვეყანა ერთმანეთს ჩვენი გავლით უკავშირდებოდეს? არ გამოვა ეგრე და არც უნდა იყოს ეგრე ნორმალურ რეგიონში. ყარაბაღის ომი ჩვენთვის უზარმაზარი თავის ტკივილი იყო. ყველა მთავრობა იმაზე იმტვრევდა თავს რა წყალს უნდა მივცემოდით ახალი ესკალაციის შემთხვევაში რუსებს ჩვენგან რომ სამხედრო კორიდორი მოეთხოვათ. ყველაფერი ისე მორჩა, რომ ეს არ მოხდა. ცხადია ჯობდა ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარებულიყო, მაგრამ სადაა ეგრე?" - წერს თორნიკე შარაშენიძე.