"ტრამპის დერეფანს", რომელიც ჯერ არც კი ამოქმედებულა, ირანი უკვე განადგურებით დაემუქრა... - კვირის პალიტრა

"ტრამპის დერეფანს", რომელიც ჯერ არც კი ამოქმედებულა, ირანი უკვე განადგურებით დაემუქრა...

ტრამპი, ალიევი და ფაშინიანი თეთრ სახლში ჯერ კიდევ ზეიმობდნენ ზანგეზურზე “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP)-ის გახსნასთან დაკავშირებით ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით, როდესაც ირანიდან პირველი სერიოზული მუქარები გაისმა...

„აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავის ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი მარშრუტი, რომელიც სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ აშენდება, “დონალდ ტრამპის დაქირავებულ მებრძოლთა სასაფლაოდ იქცევა, და არა მარშრუტად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ეკუთვნის”. დერეფანი “რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს.

2-derefani-1754808911.jpeg
"ტრამპის დერეფანს", რომელიც ჯერ არც კი ამოქმედებულა, ირანი უკვე განადგურებით დაემუქრა...

შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთი ასევე სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს, აღნიშნული დერეფანი არა ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი, არამედ პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. თურქეთის გარდა, რომელიც ნატოს წევრია, ნატოს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. ნატოს სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს,” - განაცხადა ირანის უზენაესი ლიდერის მთავარმა მრჩეველმა, ალი აკბარ ველაიათიმ და ამით გამოხატა ირანის დღევანდელი ხელიუფლების მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ 42 კმ-იანმა ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანმა (რომელმაც უკვე მიიღო ახალი არაოფიციალური სახელწოდება „ტრამპის დერეფანი“), სომხეთის სიუნაკის რაიონზე გავლით აზერბაიჯანი თავის ანკლავ ნახიჩევანს უნდა დაუკავშიროს...

ირანის ხელისუფლების კატეგორიული წინააღმდეგობა რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული...

პირველი-„ტრამპის დერეფანი“, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით გაივლის აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, გადაკვეთს ირანიდან სომხეთში მიმავალ სამხრეთ-ჩრდილოეთის გზას, რაც ადრე თუ გვიან გამოიწვევს დიდ პრობლემებს ირანისთვის, თუკი „ტრამპის დერეფნის“ ფუნქციონირება და უსაფრთხოების დაცვა მართლაც ამერიკულ ფირმებს ჩაბარდებათ 99 წლის ვადით.

მეორე - „ტრამპის დერეფანი““ მხოლოდ აზერბაიჯანს როდი შეაერთებს მის ანკლავ ნახიჩევანთან. ნახიჩევანამდე თურქეთიდან მიდის სულ რაღაც სამიოდე კმ-ის სიგანის დერეფანი სომხეთ-ირანის საზღვრებს შორის და თუკი გაიხსნება „ტრამპის დერეფანი“,შესაბამისად ამოქმედდება თურქეთიდან პირდაპირი კავშირი მის მოძმე აზერბაიჯანამდე და შემდგომ კი ცენტრალური აზიის თურქულეროვან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებამდეც(პირველ რიგში იგულისხმება თურქმენეთი,ყაზახეთი,ყირგიზეთი). ეს კი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მთავარი მიზანია-თავის სიცოცხლეშივე მოასწროს „დიდი ოსმალეთის იმპერიის“ აღდგენის დაწყება,რაც ბუნებრივია არანაირად არ აწყობთ იმ თეირანში,რომელსაც ასევე მოსვენებას არ აძლევს „დიდი სპარსეთის“ ისტორიული მოგონებები.

მესამე- ირანის დღევანდელი ხელისუფლება ძალიან უფრთხის,რომ ტრამპის ამერიკასთან აზერბაიჯანისა და სომხეთის ასე დაახლოების შემდეგ,არ გამოირიცხება ამერიკული სამხედრო ბაზების გამოჩენა ირანის უშუალო მეზობელ, ამ ქვეყნების ტერიტორიებზე, რაც ირანს გაუჩენს ისრაელ-ამერიკის ერთობლივი ძალებით ჩრდილოეთის მხრიდან-სამხრეთ კავკასიიდან სავარაუდო შეტევების საფრთხესაც.

რაც შეეხება რუსეთის რეაქციას სამხრეთ კავკასიაში „ტრამპის დერეფნის“ შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით, ის ჯერ მოზომილი გახლდათ და არ შეიცავდა ირანის მსგავს ღია მუქარებს.

პუტინი თავად იყო ერთ-ერთი ინიციატორი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებისა, რათა რუსული ტვირთების ტრანზიტი განეხორციელებინა აზერბაიჯანის რკინიგზის საშუალებით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ,ოღონდ კრემლის მოთხოვნით ზანგეზურის დერეფნის კონტროლი აუცილებლად უნდა ჩაბარებოდა სომხეთში ოფიციალურად მოქმედ რუს მესაზღვრეებს,რომლებიც რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ ექვემდებარებიან.

„ტრამპის დერეფანში“ კი რუს მესაზღვრეებსა და „ეფ-ეს-ბე“-შნიკებს არავინ ელოდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ადრე თუ გვიან, მოსკოვიც, თეირანის არ იყოს, „ტრამპის დერეფნის“ ამოქმედების წინააღმდეგი წავა. პირველ რიგში კი, სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, რათა ფაშინიანის უკვე პროდასავლური მთავრობა, ისევ რუსეთის მარიონეტი „ქოჩარიანებით“ ჩაანაცვლოს, რაც „ტრამპის დერეფნის“ ამოქმედებას არარეალურს გახდის...