სკანდალი გრძელდება: ლიკა შენგელია სალომე გოგიაშვილს ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაქუჩით თავდასხმაში ადანაშაულებს, გოგიაშვილი კი სასამართლოში ჩივილს აპირებს
ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და როგორც “ფეისბუქზე“ წერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, სალომე გოგიაშვილმა მას ჩაქუჩით დაზიანებები მიაყენა.
“არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება!!!“ - წერს ლიკა შენგელია და ძალადობის დეტალებს ჰყვება.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, სალომე გოგიაშვილის მეუღლემ “ხელები გადაუგრიხა“ და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. შენგელია აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მისი თქმით, ჩაქუჩის დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება აქვს.

“ამ სურათებს უგზავნიდა ნაცნობებს და დაცინვით და სიამაყით ეუბნებოდა: ნახეთ რა მაგარი ვარ, რა დღეში ჩავაგდეო… არ ვიცი, თქვენზე როგორ, მაგრამ ჩემზე იმოქმედა ამ სურათის ნახვამ, სადაც ნახევრად მკვდარი გულწასული ვარ, იმიტომ რომ ეს მომენტი ამოვარდნილი მქონდა თავში ჩაქუჩის ჩარტყმის შედეგად…

პირველ სურათში ჩანს რომ ორივე მესხმის თავს. ქალბატონმა რაღაც ბლაგვი ჩამარტყა სავარაუდოდ ჩაქუჩი რადგან ხელში ეჭირა. დავინახე სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი. მისი მეუღლე ხელს მიგრეხს რათა წამართვან ტელეფონი, რომ პატრულში არ დავრეკო… გააგრძელეთ კითხვა