შესაძლოა მალე სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ - ვინ არის საქართველოში დაბადებული და იტალიაში გაზრდილი დაჩი ლორთქიფანიძე?
სერია A-ს ახალ სეზონში, საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის შემდეგ, არის შანსი, მესამე ქართველი ფეხბურთელიც ვიხილოთ - იტალიური ფეხბურთი ელიტაში დაბრუნებულ "კრემონეზეში" დაჩი ლორთქიფანიძე ემზადება და ტესტ-მატჩებსაც თამაშობს. მისი საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს...
დაჩი ლორთქიფანიძე 2005 წლის 8 მარტს, თბილისში დაიბადა.
სიმაღლე: 1,86 მსათამაშო პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველისაქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი
შანსი ამხანაგურ მატჩებშითბილისში დაბადებული 20 წლის ნახევარმცველი საქართველოში "ჩემპიონში", თბილისის "დინამოსა" და "იბერიაში" ვარჯიშობდა, 9 წლისა ოჯახთან ერთად იტალიაში გადავიდა, სადაც "ატალანტასა" და "კრემონეზეს" აკადემიებში ვარჯიშობდა.
ბოლოს სამი წელია, დაჩი ლორთქიფანიძე "კრემონეზე პრიმავერას" (ახალგაზრდული შემადგენლობა) კაპიტანია, რაც იტალიაში პატარა საქმე არ არის. 2024 წლის ბოლოს კრემონელებმა მას პირველი პროფესიული კონტრაქტი გაუფორმეს, რომელიც 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
დაჩი მთავარ გუნდში პირველად 26 ივლისს, "ტორინოს" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ათამაშს 20 წუთი, სეზონისწინა ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში კი უფრო დიდხანს გამოჩნდა - დავიდე ნიკოლას გაწვრთნილებმა სერია C-ს ბინადარ "პრო პატრიას" 3:0 რომ სძლიეს, ახალგაზრდა ქართველმა "ინტერისა" და "სამპდორიას" ყოფილი თავდამსხმელი ფედერიკო ბონაცოლი 62-ე წუთზე შეცვალა.
მწვრთნელს მოეწონა..."პრო პატრიასთან" მატჩის შემდეგ დავიდე ნიკოლამ კომენტარი ახალწვეულებზეც გააკეთა: "ყველა მოთამაშემ, ვინც დღეს მოედანზე გავიდა, კარგად ითამაშა, მათ შორის, ახალწვეულებმაც. ცხადია, ყოველთვის უნდა გაითვალისწინო გუნდების დონეებს შორის სხვაობა, მაგრამ ტესტ-მატჩები ყოველთვის რთულია. ბიჭებმა უკვე გამოავლინეს ამბიცია. ეს საშუალებას გვაძლევს, გუნდის ძველ თუ ახალმოსულ ფეხბურთელებს ვენდოთ და გავაგრძელოთ მუშაობა".
დაჩი ლორთქიფანიძე პირველი მოთამაშეა "კრემონეზეს" ბოლო 30-წლიან პერიოდში, რომელსაც აკადემიიდან მთავარ გუნდში დაწინაურების შანსი გაუჩნდა. 15 ივლისს, პირველი გუნდის შეკრებაზე, მწვრთნელმა აკადემიის 4 მოთამაშე წაიყვანა, მაგრამ დასკვნით შეკრებაზე, რომელიც იტალიის მთიან რეგიონში მიმდინარეობდა, მხოლოდ ქართველი ნახევარმცველი დატოვა.
კრემონელების მწვრთნელი ესაუბრა დაჩის და უთხრა - მომწონს შენი მომზადების დონე, ხარისხი, ტექნიკა და არ გაგიჭირდება მთავარ გუნდთან თამაშს მიჩვევაო. იმიტომაც ათამაშა 30 წუთი "პრო პატრიასთან".