"ლელოს" ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა - კვირის პალიტრა

"ლელოს" ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს უმსჯე­ლია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვარ­ზე და უც­ვლე­ლად და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა,- ამის შე­სა­ხებ „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, გი­ორ­გი სი­ო­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, არა­ვის ჰქო­ნია მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო „ივა­ნიშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნი­დან რა­ი­მე გა­დახ­ვე­ვას გა­ა­კე­თებ­და“.

"ცოტა ხნის წინ, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე. ერთი სა­ა­თიც არ არის გა­სუ­ლი, რაც ჩაგ­ვბარ­და სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­ცხვი­ნო გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც 8 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა. თურ­მე, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს უმსჯე­ლია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვარ­ზე და უც­ვლე­ლად და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებ, რომ ხა­ზა­რა­ძეს მსჯავ­რი და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა­ში, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას. დიახ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­მო­ცხად­და წუ­ლუ­კი­ა­ნის და­ძა­ხილ­ზე, თუმ­ცა არ ჩა­უ­დე­ნია 349-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­ხე­ზე არ არის მისი შე­მად­გენ­ლო­ბა.

გარ­და იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია არ არის კო­მი­სია, ის შექ­მნი­ლია არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის ფარ­გლებ­ში, ამას გარ­და სა­ხე­ზე გვაქვს ფორ­მა­ლუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლის დარ­ღვე­ვა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა. კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში ნა­ხე­ვა­რი მა­ინც უნდა იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა. დიახ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, თა­ვის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან რა­ღაც ჯგუფს და­არ­ქვა ოპო­ზი­ცია, მაგ­რამ ამას გარ­და გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის­თვის იყო 2 წევ­რი­ა­ნი კვო­ტა, რაც ამ პარ­ტი­ამ არ აით­ვი­სა. დარ­ღვე­უ­ლია ასე­ვე ამ ე.წ. კო­მი­სი­ით­ვე დე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­გორ უნდა იქ­ნეს და­ბა­რე­ბუ­ლი პირი, ვინ უნდა მო­ა­წე­როს ოქმს ხელი და ასე შემ­დეგ. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, ისე­ვე რო­გორც პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ, ვერ გა­ბე­და ამ საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბის და­ბა­რე­ბა. ეს გახ­ლავთ, წუ­ლუ­კი­ა­ნი და მისი ამ­ფსო­ნე­ბი ე.წ. კო­მი­სი­ა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა 349-ე მუხლს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მა­ნამ­დე არა­ვინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, საქ­მე გვაქვს პრე­ცე­დენ­ტთან. პრე­ცე­დენ­ტულ საქ­მე­ებ­ზე კი ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი რო­გორც სა­ა­პე­ლა­ციო, ისე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არის და­უშ­ვე­ბე­ლი. არა­ვის ჰქო­ნია მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო ივა­ნიშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნი­დან რა­ი­მე გა­დახ­ვე­ვას გა­ა­კე­თებ­და, თუმ­ცა, მივ­დევთ ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მათ შო­რის, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, რათა შევ­ქმნათ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის მი­მარ­თვის და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს სი­მარ­თლეს ამ საქ­მე­ზე“,-აღ­ნიშ­ნა სი­ო­რი­ძემ.

IPN