"ნათიას ბინის გასარემონტებელი ფული გამოუგზავნია და რომ ჩამოვიდა ბინა გაურემონტებელი დახვდა, ამაზე უჩხუბიათ" - მეგობრის მკვლელობის ახალი დეტალები
ზუგდიდში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. როგორც ცნობილი ხდება, 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა სამზარეულოს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრობდნენ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ქალი ამ ოჯახის ნათესავია. მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი და ნათია აფხაზავა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ამიტომ თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ამას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე, ცხელ კვალზე სახლიდან აიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული ქალი. მას მიმალვა არ უცდია. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თვითდაზიანება მიიყენა.
ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ნათია ხაჩატურიანი ახლა ზუგდიდის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ადგილობრივი გვიყვება, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თვითდაზიანება მიიყენა.
რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ფულია. როგორც მოკლულისა და ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, მოკლულ ქალს თანხა გამოუგზავნია ნათია აფხაზავასთვის, რათა ბათუმში მდებარე მისი ბინა გაერემონტებინა.