მასშტაბური ტყუილი თუ რეალობა ? - სიმართლე "მკვლელი ვეშაპისა" და მისი მწვრთნელის საზარელი ისტორიის შესახებ
ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელშიც ჩანს “მკვლელი ვეშაპი“ თავს ესხმის და კლავს მის მწვრთნელ ჯესიკა რედკლიფს.
საკმაოდ დიდ აუდიტორიას სჯერა, რომ სასტიკი შემთხვევა ერთ-ერთ საზღვაო პარკში მოხდა.
დამაჯერებელმა ვიდეომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია გამოხმაურება და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი გახდა. “ჯესიკას და მკვლელი ვეშაპს“ დღემდე აქტიურად განიხილავენ, თუმცა IB Times-ი და Vocal Media ადასტურებს, რომ ვიდეო სრული ფაბრიკაციაა. უფრო მეტიც, ისტორია და პერსონაჟებიც გამოგონილია და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისაც კი, რომ ასეთი საზღვაო პარკი ფუნქციონირებს.

არ მოიპოვება დოკუმენტი ჯესიკა რედკლიფის არსებობის შესახებ. შესაბამისად თავდასხმის ტრაგიკულ ისტორიაც მთლიანად გამოგონილია
უფრო მეტიც, National Geographic-ის მიერ დოკუმენტირებული კვლევა გასაოცარ სიმართლეს ავლენს: ვეშაპები და დელფინები არ არიან მიდრეკილი სისასტიკისკენ. წაიკითხეთ ვრცლად