ყველაფერი, რაც „მეტროპოლის“ ახალ პროექტებზე, ლისსა და შინდისზე უნდა იცოდეთ - კვირის პალიტრა

ყველაფერი, რაც „მეტროპოლის“ ახალ პროექტებზე, ლისსა და შინდისზე უნდა იცოდეთ

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ორი მასშტაბური სუბურბანული პროექტის, „მეტროპოლ ლისისა“ და „მეტროპოლ შინდისის“ მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტები შექმნის ახალ სტანდარტს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, გააერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მობინადრეებს ბუნებასთან დააახლოებს და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას შესთავაზებს მათ.

მეტროპოლ ლისი - ჭკვიანი დასახლება ქალაქის გამორჩეულ ნაწილში

„მეტროპოლ ლისი“ კომპანიის პირველი პროექტია, რომელიც კერძო დასახლებების მშენებლობას ითვალისწინებს. ის ლისის ტბის მიმდებარედ, 7,000 კვ.მ. ფართობზე, 70-მდე ვილას გააერთიანებს და სრულად აღიჭურვება თანამედროვე სისტემებით, რაც მას „ჭკვიან დასახლებად“ აქცევს. ეს მოიცავს ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის უახლეს სისტემებს, სანომრე ნიშნების ამომცნობ ბარიერებს, უსაფრთხოების სისტემებსა და ელექტროდამტენებს.

პროექტის ფარგლებში, ხელმისაწვდომია მიწის ნაკვეთები ლისზე, რომლებზეც მესაკუთრეები საკუთარ ვილებს ააშენებენ. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ ხუთი ექსკლუზიურად შემუშავებული არქიტექტურული პროექტიდან ერთ-ერთი, რომელსაც საჩუქრად მიიღებენ. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მათ სახლის აშენების სერვისსაც სთავაზობს.

პროექტი ითვალისწინებს კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცეებს, მათ შორის საბავშვო და სპორტული მოედნებს, ველობილიკი და ღია კინოთეატრს. ,,მეტროპოლ ლისის" დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

,,მეტროპოლ შინდისი” - ყველაზე მასშტაბური სუბურბანული პროექტი საქართველოში

,,მეტროპოლ ლისის" მშენებლობის პარალელურად, კომპანიამ უკვე დააანონსა ახალი, უფრო მასშტაბური პროექტი, ,,მეტროპოლ შინდისი". ეს არის ყველაზე სუბურბნული დასახლება იქნება, რაც კი საქართველოში აქამდე განხორციელებულა.

პროექტი ითვალისწინებს ცენტრალურ პარკს, ღია საცურაო აუზსა და სპა სივრცეს, პადელისა და სპორტულ მოედნებს, ველო და სარბენ ბილიკებს, ღია კინოთეატრსა და სკეიტპარკს. ასევე მოეწყობა კომერციული ზონა, სადაც მაღაზიები, აფთიაქი, კვების ობიექტები და სამუშაო სივრცეები განთავსება.

მიწის ნაკვეთების შინდისში შეძენისას მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ არქიტექტურულ პროექტს და 15 განსხვავებულ დიზაინს შორის არჩევანის გაკეთებას შეძლებენ.

ამ პროექტშიც სრულად იქნება ინტეგრირებული სმარტ და უსაფრთხოების სისტემები. ,,მეტროპოლ შინდისის" პირველი სექტორის დასრულება კი 2027 წლის დეკემბერში იგეგმება.

რატომ უნდა შეიძინოთ მიწის ნაკვეთი ქალაქგარეთ?

ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთის შეძენა და საკუთარი სახლის აშენება მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. „მეტროპოლის“ პროექტები, „მეტროპოლ ლისი“ და „მეტროპოლ შინდისი“, თბილისთან ახლოს მდებარეობს, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ ქალაქთან სიახლოვით, მაგრამ ხმაურისაგან მოშორებით იცხოვრონ.

საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადასვლა კომფორტზე უარის თქმას არ ნიშნავს. ორივე პროექტი კეთილმოწყობილ და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს. ამიტომ, მობინადრეებს ყველა საჭირო ობიექტები, სარეკრეაციო და სპორტული სივრცეები სახლთან ახლოს ექნებათ.

ქალაქგარეთ მიწის შეძენა, განსაკუთრებით კი ახალ, განვითარებად დასახლებაში, მზარდი ინვესტიციაა. გაზრდილი მოთხოვნა ისეთ უნიკალურ და მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა „მეტროპოლ ლისი“ და „მეტროპოლ შინდისი“, ხელს უწყობს უძრავი ქონების ღირებულების ზრდას.

გარდა ამისა, ორივე პროექტი „ჭკვიანი დასახლების“ კონცეფციით იქმნება. ეს გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას, როგორიცაა უსაფრთხოების ავტომატური სისტემები, ჭკვიანი განათება და ენერგოეფექტური მოწყობილობები, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს, თანამედროვესა და უსაფრთხოს ხდის. ასეთი გარემო კი უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალის ზრდაზეც დადებითად აისახება.

პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ,,მეტროპოლის” გაყიდვების გუნდს და გადადით ქალაქგარეთ საცხოვრებლად, იმ სახლში, რომელიც ბუნების სიახლოვეს ჩაიფიქრეთ.

"მეტროპოლის” შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა და თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. კომპანიას ამჟამად ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო მშენებლობების საერთო ფართი 545,000 კვ.მ-ზე მეტია და 3500-მდე ბინას მოიცავს.

(R)