ტრაგედია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე: ერთმანეთს „მინივენი“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე: ერთმანეთს „მინივენი“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ექვსი ადამიანი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მათივე ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს „მინივენის“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.