პრეზიდენტის არდადეგები სკანდალის ფონზე - სად და ვისთან ერთად ისვენებს ემანუელ მაკრონი (ფოტოები) - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის არდადეგები სკანდალის ფონზე - სად და ვისთან ერთად ისვენებს ემანუელ მაკრონი (ფოტოები)

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ზა­ფხულს მე­გობ­რებ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ატა­რებს. პა­პა­რა­ცებ­მა ის ფორტ დე ბრე­გან­სო­ნის მახ­ლობ­ლად, ხუთ­შა­ბათს და­ა­ფიქ­სი­რეს. საფ­რან­გე­თის ლი­დე­რის­თვის ჰიდ­რო­ციკ­ლით სე­ირ­ნო­ბა უცხო არ არის, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ეს ზა­ფხუ­ლია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნი მე­უღ­ლის ინ­ტე­რესს არ იზი­ა­რებს, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ორ მე­გო­ბარ ქალ­თან ერ­თად სა­უბ­რობ­და.

101270967-15005079-macron-has-often-been-spotted-ripping-along-the-waves-in-recent-m-18-1755290822015-ezgifcom-avif-to-jpg-converter-49391-1755367189.jpg

ფორტ დე ბრე­გან­სო­ნი ფრან­გუ­ლი რი­ვი­ე­რას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხე­სი­მაგ­რეა. 1968 წლი­დან იგი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ად ით­ვლე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნის გარ­შე­მო აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის ფონ­ზე ხდე­ბა - ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს ულტრა­კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბლო­გე­რი­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კენ­დის ოუ­ენ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ოუ­ენ­სი ამ­ტკი­ცებ­და, რომ საფ­რან­გე­თის ლი­დე­რის მე­უღ­ლე მა­მა­კა­ცად და­ი­ბა­და. გააგრძელეთ კითხვა