"მალევე გამოიქცა ახალგაზრდა ბიჭი, ყელში იყო დაჭრილი, კიბეებზე ჩაირბინა“ - ახალი დეტალები ქალის მიერ საქმროს დაჭრის ფაქტზე
მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი და თანმხლები ქალი დანით დაჭრა.
შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს და ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში. წაიკითხეთ ვრცლად