ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა

ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებლის დაჯახების შედეგად მოზარდი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით,მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს