რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი - კვირის პალიტრა

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს - დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა დარტყმა ერთ-ერთი დარტყმა საცხოვრებელ კორპუსს მიაყენეს, სადაც ხანძარი გაჩნდა.

არსებობს საფრთხე, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"