"დღეს თეთრ სახლში უნდა გადაწყდეს არა უბრალოდ ომის და მშვიდობის საკითხი, არამედ ის, თუ როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ" - გია ხუხაშვილი
"დღეს თეთრ სახლში უნდა გადაწყდეს არა უბრალოდ ომის და მშვიდობის საკითხი, არამედ ის, თუ როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ცივილიზებული სამყარო აღიარებს დიდის და პატარის თანაბარ უფლებებს, თუ დავბრუნდებით ე.წ. “რეალური პოლიტიკის”, ძლიერის მხრიდან სუსტის კონტროლის და მასზე ძალადობის წინა ისტორიულ სივრცეში. რაოდენ გამაოგნებელია, რომ ჩვენი ხელისუფალი ამ ფუნდამენტურ ბრძოლაში, მზად არის სწორედაც რომ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე დამორჩილდეს/დაუწვეს აღმატებულ ბოროტ ძალას და თანაც ამას “სიბრძნე” უწოდოს…", - აცხადებს გია ხუხაშვილი.