თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება - როგორი მარშრუტი ექნება ძველ-ახალ ტრანსპორტს?! - კვირის პალიტრა

თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება - როგორი მარშრუტი ექნება ძველ-ახალ ტრანსპორტს?!

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება.

როგორ კახა კალაძემ აღნიშნა, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე, იცით, რომ გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ტენდერი, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, სად უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"