"ცემისგან თავში ათასი რამ განუვითარდა... ბოლოს პანაშვიდზე შევხვდი, ვიცოდი, რომ ვერ იყო კარგად, ვფიქრობდი, იქნებ გამოძვრეს-მეთქი" - რას ჰყვება ია მეტრეველი ლევან გაჩეჩილაძეზე - კვირის პალიტრა

"ცემისგან თავში ათასი რამ განუვითარდა... ბოლოს პანაშვიდზე შევხვდი, ვიცოდი, რომ ვერ იყო კარგად, ვფიქრობდი, იქნებ გამოძვრეს-მეთქი" - რას ჰყვება ია მეტრეველი ლევან გაჩეჩილაძეზე

დღეს, დი­ლას, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 61 წლის ასაკ­ში ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. ის იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც 2000-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ას ქმნი­და.

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი გზა

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა 1999 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და. ის თავ­და­პირ­ვე­ლად სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" სიით შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­ე­ყო უმ­რავ­ლე­სო­ბას და და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს­თან ერ­თად და­ა­ფუძნა პარ­ტია "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი".

· 1999-2002 წლებ­ში ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო.

· 2002 წელს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გახ­და.

· 2004-2008 წლებ­ში კი კვლავ პარ­ლა­მენტს და­უბ­რუნ­და, რო­გორც თბი­ლი­სის ვა­კის მა­ჟო­რი­ტა­რი.

მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტი იყო. ამ პე­რი­ოდ­ში ის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

ია მეტ­რე­ვე­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას დიდი ტკი­ვი­ლით შეხ­ვდა ია მეტ­რე­ვე­ლი. მისი თქმით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იყო "ეპო­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი", რო­მელ­მაც "სა­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის" რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ველ­მა ამო­ი­ღო ხმა.

მეტ­რე­ვე­ლის თქმით, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ავად­მყო­ფო­ბა აქ­ცი­ე­ბის დროს დარ­ბე­ვის დროს მი­ყე­ნე­ბულ ტრავ­მებს უკავ­შირ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ბოლო ხუთი წელი სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

- ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, ცუ­დად ვარ. უმ­ძი­მე­სია ჩემ­თვის ეს ამ­ბა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვა­რან ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი. ვაჟ­კა­ცი ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ველ­მა ამო­ი­ღეს ხმა იმ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და თავი შეს­წი­რეს ორი­ვემ. ამა­ზე ვარ გა­გი­ჟე­ბუ­ლი, სა­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლი უნდა იყოს და ეს ბი­ჭე­ბი რა დღე­ში იყ­ვნენ. გიაც ჯან­მრთე­ლო­ბა წარ­თმე­უ­ლი, ის უფრო ცუ­დად იყო თა­ვი­დან, მერე ლე­ვა­ნი.

წაიკითხეთ სრულად