"გამოცხადდა განგაში და ჩამოვედით თავშესაფარში... ასეთ გარემოში და სტრესში უწევთ ადამიანებს ცხოვრება" - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი უშიკიშვილი კიევიდან
რუსეთის არმია უკრაინას დრონებით მასიურად უტევს, რეგიონების უმეტესობაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქვეყნის ბევრ რეგიონში მტრის დრონების გადაადგილების შესახებ.
გუშინ საღამოს განგაში იყო კიევშიც, სადაც ქართველი შემსრულებლები იმყოფებიან - მათ შორის ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი უშიკიშვილი.
"კიევში ვართ, ამ წუთას გამოცხადდა განგაში და ჩამოვედით თავშესაფარში. აი ასეთ გარემოში და სტრესში უწევთ ადამიანებს ცხოვრება. დიდება და გამარჯვება უკრაინას რუსეთი ოკუპანტია!!!" - წერს გიორგი უშიკიშვილი, ასევე აქვეყნებს კადრებს თავშესაფრიდან, სადაც ჩანს, როგორ ულოცავს უკრაინელი გოგონა ნინო ქათამაძეს დაბადების დღეს.
"ნინო ქათამაძის დაბადების დღეა!მარტო მე იმოდენა მადლიერება დამაქვს მისი, რომ სიტყვებით გადმოცემას ვერ შევძლებ…მის ღვთისგან ბოძებულ ფენომენალურ ნიჭზე რისი თქმა შეიძლება?! მხოლოდ იმის, რომ მისი ყოველი სისხლძარღვი დაატარებს ჩვენი გენის დიდებულებას! მისი გული სავსეა იმაზე დიდი სიყვარულით, ვიდრე ფიზიკურად შეუძლია გულს, როგორც სხეულის ორგანოს! მისი სული მღერის ისე, როგორც არავინ მანამდე, მის დროს და ალბათ მომავალშიც… უცვლელია, ფენომენია, ნოვატორია, საერთაშორისო მასშტაბით და გაქანებით!მოდით, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, მასთან ერთად ხომ ბოლო სამი წელი ბევრჯერ ვყოფილვართ სასიცოცხლო რისკების ქვეშ…
ხოდა მხოლოდ ამის გამოც კი ჩანს ვინ არის და რაზეა წამსვლელი…