"უცხოელ მებრძოლთა დიდი ნაწილი უკვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა... ეს ქართველებს არ შეეხება" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი პუტინ-ტრამპის შეხვედრასა და ფრონტზე - კვირის პალიტრა

"უცხოელ მებრძოლთა დიდი ნაწილი უკვე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა... ეს ქართველებს არ შეეხება" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი პუტინ-ტრამპის შეხვედრასა და ფრონტზე

"ამე­რი­კე­ლი ლი­დე­რე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად შე­უ­რა­ცხყო­ფენ მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ღვრი­ან სის­ხლს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“, - ამ გა­ნა­ცხა­დით ეხ­მა­უ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი უცხო­უ­რი შე­ნა­ერ­თის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ Fox News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ტრამ­პის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხში პირ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი წინსვლაა წლე­ბის ჩი­ხის შემ­დეგ. მისი თქმით, სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის­თვის რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე დათ­მო­ბა მო­უ­წევთ, ხოლო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პუ­ტინ­მა და ზე­ლენ­სკიმ უნდა მი­ი­ღონ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა­ზე ისა­უბ­რა Fox News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­სმაც. მისი თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სა­კუ­თარ ხედ­ვებ­ში რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ზე ზრუ­ნავს და მას­ზე შექ­მნი­ლი მკაც­რი იმი­ჯის მი­უ­ხე­და­ვად, რბი­ლი და ფრთხი­ლი მო­სა­უბ­რეა. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში უკვე მი­ღე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი: უკ­რა­ი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­სა და რუ­სე­თის შეჭ­რის გა­მო­რი­ცხვას ითხოვს, რუ­სე­თი კი - გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას, რაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მთა­ვარ სა­კითხს წარ­მო­ად­გენს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ტრამ­პის მხრი­დან ომის დამ­ნა­შა­ვე პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა იყო და არის უკ­რა­ი­ნის და მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს­თვის სა­ხე­ში ჩა­ფურ­თხე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი მე­თა­უ­რი და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბას არ და­უშ­ვებს.

მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის კრი­მი­ნალ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, თან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც ყო­ველ დღე სის­ხლს ღვრი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ას ყვე­ლა­ზე და­ბალ დო­ნე­ზე აჩ­ვე­ნებს: რო­დე­საც აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლის ბედი კუ­ლუ­ა­რულ გა­რი­გე­ბებ­ში წყდე­ბა და პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი უბ­რა­ლო ვაჭ­რო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტამ­დე და­დის. პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ თქვა და ჩვენც გვჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა ის არ და­ე­თან­ხმე­ბა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ შე­თან­ხმე­ბას, მისი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ უკ­რა­ი­ნას მხო­ლოდ ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა. ახლა კი ის სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე პუ­ტინს ხე­ლახ­ლა აბ­რუ­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნა­ზე და მის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ცდი­ლობს.

პუ­ტინ­ზე ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­ნია გა­მო­ცე­მუ­ლი. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 16 ათა­სი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვი გა­ი­ტა­ცა.

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ თქვენ, პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტიც ხართ და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა, თუნ­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის დამ­ნა­შა­ვეს­თან დი­ა­ლო­გის გა­რე­შე?

- პუ­ტი­ნი იმი­ტომ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის დამ­ნა­შა­ვე, რომ ის არ ცნობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, უა­პე­ლა­ცი­ოდ არ­ღვევს მი­სი­ვე და­დე­ბულ პი­რო­ბებს, მას არ აქვს მო­რა­ლი. შე­თან­ხმე­ბას, რო­მელ­საც პუ­ტი­ნი აფორ­მებს, იმ ფურ­ცელ­ზე მეტი ფასი არ აქვს, რო­მელ­ზეც შე­თან­ხმე­ბა წე­რია. ერ­თა­დერ­თი გზა, რომ ეს ომი დას­რულ­დეს, რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბაა - სხვა გა­მო­სა­ვა­ლი უბ­რა­ლოდ არ ჩანს. ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ, თუმ­ცა იმე­დი­ა­ნად ვუ­ყუ­რებთ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის გა­მო­ფხიზ­ლე­ბას. რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ერ­თო­ბა უკვე თვალ­სა­ჩი­ნოა, ისი­ნი უკვე უკ­რა­ი­ნის­თვის ახალ უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ქა­ნიზმს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. სა­უ­ბა­რია ნა­ტოს მე-5 მუხ­ლის მსგავ­სი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერთი შე­ხედ­ვით, ევ­რო­პე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო კონ­სო­ლი­დირ­დნენ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად საქ­მე ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბა­საც შე­ე­ხე­ბა, რუ­სე­თი მთელ კონ­ტი­ნენტს უქ­მნის საფრ­თხეს.

თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ოკუ­პა­ცი­ას გა­ი­ფორ­მეს, მერ­წმუ­ნეთ ევ­რო­პა­ში მალე უფრო დიდი სას­ტი­კი ომის მომსწრე­ე­ბი გავ­ხდე­ბით. ფორ­მუ­ლი­რე­ბა - "და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნას, რომ ის გა­დარ­ჩეს“, ახლა ასე შე­იც­ვა­ლა, - "და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნას, რომ გა­დარ­ჩეს ევ­რო­პა“. სწო­რედ ამი­ტომ ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, გა­უმკლავ­დნენ აგ­რე­სი­ას და მხა­რი და­უ­ჭი­რონ უკ­რა­ი­ნას.

- ომის გაგ­რძე­ლე­ბა უფრო მეტ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს და მეტ მსხვერ­პლსაც მო­ი­ტანს. ფიქ­რობთ, რომ ოთხწ­ლი­ა­ნი სის­ხლის ღვრის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს კი­დევ აქვს ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია?

- უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, იმი­ტომ რომ ისი­ნი იცა­ვენ არა უბ­რა­ლოდ მი­წას, არა­მედ სა­კუ­თარ ოჯა­ხებს, შვი­ლებს...

წაიკითხეთ სრულად