რას იზამს ტრამპი, თუ პუტინმა და ზელენსკიმ მშვიდობაზე ვერ მოილაპარაკეს?! - კვირის პალიტრა

რას იზამს ტრამპი, თუ პუტინმა და ზელენსკიმ მშვიდობაზე ვერ მოილაპარაკეს?!

მშვიდობის შესაძლებლობების შესახებ ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტოდ სტარნსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს საშინელი ომია და ზელენსკი კარგად გამოიყურება.

“ის [ზელენსკი] კარგად გამოიყურება, ძალიან კარგად

გამოიყურება. ეს მძიმე ომია. საშინელი ომია, ყველაზე ცუდი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბევრი ხალხი კვდება, ბევრი ჯარისკაცი კვდება, კვირაში 5-7 ათასი…

[მშვიდობის შესაძლებლობის შესახებ] ორი კვირის ფარგლებში გვეცოდინება, ასე თუ ისე. ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა გზის არჩევა მოგვიწიოს. ვნახავთ, მალე გვეცოდინება”,- განაცხადა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"