"შავი სია" გაიზარდა - რამდენი ადამიანი ვერ იხდის კრედიტს საქართველოში?! - კვირის პალიტრა

"შავი სია" გაიზარდა - რამდენი ადამიანი ვერ იხდის კრედიტს საქართველოში?!

საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 ათასზე მეტით გაიზარდა.

„კრედიტინფოს“ ბოლო, 2025 წლის ივლისის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 366 184-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 359 082 პირი იყო.

საქართველოში მსესხებლების თითქმის 19% კრედიტებს ვერ იხდის

ამასთან, ამავე სტატისტიკით, 2025 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 958 842 ადამიანს აქვს, შესაბამისად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა 18.7% ვერ იხდის.

რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ საფინანსო სექტორის დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან 3 წლამდე) - 2.772 მლრდ ლარს შეადგენს, აქედან ბანკების - 1.204 მლრდ ლარია, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.533 მლრდ ლარი, სალიზინგოების - 34.679 მლნ ლარი.

განაგრძე კითხვა