"არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ..." - ვინ არის ბორჯომში მომხდარი ავარიისას დაღუპული მამაკაცი? - კვირის პალიტრა

"არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ..." - ვინ არის ბორჯომში მომხდარი ავარიისას დაღუპული მამაკაცი?

ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ზურა გელაშვილია.

სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ჩემო ზურა, ჩემო გელაშ, არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადო მეგობრობისათვის, ერთგულებისათვის. შეხვედრამდე მაგარო ადამიანო", - წერს ოქიტაშვილი.