ოზურგეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა - კვირის პალიტრა

ოზურგეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

ოზურგეთში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სანადირო თოფით მიაყენა ჭრილობები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის, განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამასთან, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"