"როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი" - მდინარე სუფსაში დამხრჩვალი ბიჭის ვინაობა ცნობილია - კვირის პალიტრა

"როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი" - მდინარე სუფსაში დამხრჩვალი ბიჭის ვინაობა ცნობილია

15 წლის ბიჭი, რომელიც დღეს მდინარე სუფსაში დაიხრჩო, გიორგი თირქიაა. ბიჭი სოფელ ჩიბათში ცხოვრობდა.

როგორც „გურია თუდეის“ მისი ახლობლები უყვებიან, მოზარდს მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედის სოფელში ცხოვრობდა.

„გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი, ბიჭო. აგვისტოში დაიბადე და აგვისტოში დაგვტოვე. გული გამიგლიჯე, ბიჭო, ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდი. უკვე მერამდენე ახალგაზრდას გულის ფეთქვა გაჩერდა ჩვენს კუთხეში, მხოლოდ 15 წლის იყავი. კეთილი, ზრდილობიანი, მორიდებული. ოჯახის და კუთხის იმედად იზრდებოდი. აგვისტოში გაახარე დედის გული შენი დაბადებით და აგვისტოში გაუგლიჯე გული შენი წასვლით. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, მჯერა, სამოთხეში იქნები“ , - ამბობს ოჯახის ახლობელი ნანა კუკულავა.