"ტყუილია, თითქოს 85 წლის კაცი ფესტივალზე დასასწრებად წავიდა, ის შვილიშვილს ეძებდა" - გომის მთაზე მაშველები დაკარგულ პენსიონერს ეძებენ - კვირის პალიტრა

"ტყუილია, თითქოს 85 წლის კაცი ფესტივალზე დასასწრებად წავიდა, ის შვილიშვილს ეძებდა" - გომის მთაზე მაშველები დაკარგულ პენსიონერს ეძებენ

გო­მის მთა­ზე, უკვე მე­ო­რე დღეა, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი 85 წლის ზუ­რაბ უს­ტი­აშ­ვილს ეძე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­სი­ო­ნე­რი ელექტრო­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე შვი­ლიშ­ვი­ლის მო­სა­ძებ­ნად წა­ვი­და და მას შემ­დეგ კვა­ლი იკარ­გე­ბა.

რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?

ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­კარ­გა მა­მა­კა­ცი, თავ­და­პირ­ვე­ლად უც­ნა­უ­რი სა­ხით გავ­რცელ­და. თით­ქოს ზუ­რაბ უს­ტი­აშ­ვილ­მა ოჯა­ხის წევ­რებს სახ­ლში უთხრა, რომ ელექტრო­ნულ ფეს­ტი­ვალ­ზე მი­დი­ო­და, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ხუმ­რო­ბა­დაც აღიქ­ვა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლი ეგო­ნათ.

რო­გორც და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცის შვი­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, ნიკა შან­თა­ძე გვიყ­ვე­ბა, ბა­ბუა ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრე­ბად არ წა­სუ­ლა. მისი თქმით, "20 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი ფეს­ტი­ვალ­ზე იყო და როცა და­იგ­ვი­ა­ნა, "ცოტა ნერ­ვი­ულ­მა" ბა­ბუ­ამ მის მო­სა­ძებ­ნად წას­ვლა გა­და­წყვი­ტა და სწო­რედ ამ დროს და­ი­კარ­გა. "ისე და­წე­რეს, თით­ქოს ბა­ბუა ფეს­ტი­ვალ­ზე მი­დი­ო­და, არა­და, რე­ა­ლუ­რად მო­გი­ყე­ვით რაც მოხ­და," - აცხა­დებს შან­თა­ძე.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ამინ­დი

და­კარ­გუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რი გო­მის მთის ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, გზე­ბი კარ­გად უნდა სცოდ­ნო­და. თუმ­ცა, ნი­კას თქმით, ამინ­დი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს. გააგრძელეთ კითხვა