საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც - კვირის პალიტრა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც

რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან – 131 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5. 5 მაგნიტუდას შეადგენდა.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში, მათ შორის თბილისშიც იგრძნობოდა.

"ინტერპრესნიუსი"