"გეოგრაფიას ასწავლიდა წლები, დირექტორიც იყო. ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს..." - რას ჰყვება შვილიშვილი დაკარგულ ბაბუაზე?
უკვე მესამე დღეა, გომის მთაზე 85 წლის ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერი ელექტრონულ ფესტივალზე შვილიშვილის მოსაძებნად წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.
როგორც დაკარგული მოხუცის შვილიშვილი, სანდრო ლემსაძე აცხადებს, ბაბუა ფესტივალს არ ესწრებოდა, იგი სახლიდან შვილიშვილის მოსაძებნად გავიდა, თუმცა ძლიერი ნისლის გამო უკან დაბრუნებას ვეღარ მოახერხა და გზა აებნა.
ახლობლების თქმით, ზურაბ უსტიაშვილი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა, თუმცა ერთი მხედველობა ჰქონდა გაუარესებული. მას თან ტელეფონი არ ჰქონია, რაც სამძებრო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს. სამაშველო სამსახურებთან ერთად, პენსიონერის ძებნაში ადგილობრივებიც არიან ჩართულები. გააგრძელეთ კითხვა