კადრები, რომლებშიც ასახულია ესპანეთის ნაკრებთან თამაშისას მოპოვებული ისტორიული გამარჯვების ამსახველი მომენტები - კვირის პალიტრა

კადრები, რომლებშიც ასახულია ესპანეთის ნაკრებთან თამაშისას მოპოვებული ისტორიული გამარჯვების ამსახველი მომენტები

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს ესპანეთის ნაკრებთან თამაშის დროს და გამარჯვების შემდეგ ამსახველ ემოციურ კადრებს:

kalatburti5-1756403484.jpg

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 2025 წლის ევრობასკეტის C ჯგუფის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 83:69 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა!

kadrebi1-1756403324.jpg

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელიას მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ნაკრების კაპიტანი მაინც ითამაშა. საქართველოს ნაკრების ძირითადი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.

kalatburti2-1756403355.jpg

ჯიკიჩის გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო, კარგად გამოვიყურებოდით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს პირველი მეოთხედი 20:17 მოუგო.

kalatburti4-1756403392.jpg

ინიციატივა არც მეორე მეოთხედში დავთმეთ, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა მოქმედ ევროპის ჩემპიონს პირველი ტაიმი მოუგო.

kaltburti-1756403424.jpg

მეორე ტაიმში ჯიკიჩის შეგირდებმა თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესეს. მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძემ მეორე მეოთხედის სტარტზე მესამე ჯარიმა მიიღო, იგი გიორგი შერმადინმა ღირსეულად შეცვალა და გუნდური თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებს ლიდერობა ეჭვქვეშ არცერთხელ დაუყენებია. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მეორე ტაიმში ლიდერობა არ დაუთმია, გარდა ამისა, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ესპანელებს 14-ქულით ვამარცხებდით.

"წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი "ხულიგანს" ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს" - ესპანელთა გამოხმაურებები საქართველოსთან გამაოგნებელ მარცხზე