თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, ის ჯარისკაცია - კვირის პალიტრა

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, ის ჯარისკაცია

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი დაახლოებით ორი დღის წინ იპოვეს.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილი ჯარისკაცი იყო.

IPN