"დებს ჩემს ფოტოებს, წერს რომ ვუყვარვარ, ჩემი საყვარელი იყო და სხვას ვერ დაუთმობს ჩემს თავს. მოკვლით და გაუპატიურებით ემუქრება ჩემს შვილებს" - რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე - კვირის პალიტრა

"დებს ჩემს ფოტოებს, წერს რომ ვუყვარვარ, ჩემი საყვარელი იყო და სხვას ვერ დაუთმობს ჩემს თავს. მოკვლით და გაუპატიურებით ემუქრება ჩემს შვილებს" - რას წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე

ჟურ­ნა­ლის­ტმა, ქრო­ნი­კა +-ის რე­დაქ­ტორ­მა ელი­სო კი­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ტერ­ვიუ ლიკა ტა­ბა­ტა­ძეს­თან. ინ­ტერ­ვი­უ­ში ქალი ად­ვო­კატ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეს ძა­ლა­დო­ბა­ში, ასე­ვე მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ში სდებ­და ბრალს. ლიკა ტა­ბა­ტა­ძის თქმით, მან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს მი­მარ­თა.

"2019 წლის ახა­ლი წელი მო­დი­ო­და ტა­რი­ე­ლი რომ გა­ვი­ცა­ნი. ერთი წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში დაგ­ვე­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ბა­თუმ­ში წა­ვი­და ჩემს გა­რე­შე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იქ ვი­ღაც გო­გოს ჩა­ა­კი­თხა. გაც­ნო­ბი­სას მი­თხრა, რომ ცოლს და­შო­რე­ბუ­ლი იყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვენ მ გო­გოს გამო დავ­შორ­დით, ბა­თუმ­ში ვის­თა­ნაც წა­ვი­და, მაგ­რამ უეც­რად მი­თხრა, რომ ცოლს ურიგ­დე­ბო­და. ჩვენ ერ­თად ერთი წელი ვი­ყა­ვით. მი­თხრა, რომ არც ჩვე­ნი და არც იმ გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მეთ­ქვა და ჩვე­ნი მი­მო­წე­რა წა­მე­შა­ლა. ამ მი­მო­წე­რა­ში ბევ­რი ისე­თი დე­ტა­ლი იყო, რომ ტა­რი­ე­ლის სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლი და­დას­ტურ­დე­ბო­და. ერთ-ერთი იყო, რომ ტა­რი­ელს ჩემ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და. ეს ფაქ­ტი იმ­დე­ნად და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცვე­ლი იყო, ეს რომ მის­თვის გა­მე­სა­ჯა­რო­ე­ბი­ნა, რე­პუ­ტა­ცია შე­ე­ლა­ხე­ბო­და. მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ იყო, კი­დევ იყო რა­ღაც, ამ მი­მო­წე­რა­ში იკ­ვე­თე­ბო­და რომ კა­კა­ბა­ძეს ჰქონ­და ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვან­თან კავ­ში­რი. და­შო­რე­ბის შემ­დეგ მუდ­მი­ვად მე­უბ­ნე­ბო­და რომ მი­მო­წე­რა წა­მე­შა­ლა. ამა­ზე რომ და­მი­თან­ხმა, ერთი წლის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. იქამ­დე მი­თხრა, რომ თუ ჩათს არ წაშ­ლი, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას და­გაბ­რა­ლებ და სამ მოწ­მეს მო­ვიყ­ვა­ნო. ფულ­ზე არა­სო­დეს გვქო­ნია ლა­პა­რა­კი, ვერ მივ­ხვდი ან ვინ სამი მოწ­მე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო.

გა­დის რამ­დე­ნი­მე დღე და ტა­რი­ელ­მა სას­ტუმ­რო­ში და­მი­ბა­რა ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე. ვსა­უბ­რობ­დით ჩვენს პი­რად­ზე და ასე­ვე იმ გო­გო­ზე ბა­თუმ­ში ვი­საც შეხ­ვდა. ამ დროს სამი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, თავ­ზე და­მად­გნენ და მი­თხრეს შენ ტა­რი­ელს ფულს სძა­ლა­ვო, ესე­ნი იყ­ვნენ: გო­გი­ტა ბახ­ტა­ძე, თე­ო­ნა გვა­ზა­ვა, ტა­რი­ე­ლის სი­მამ­რი ოთო ხურ­ცი­ძე. ძა­ლი­ან გავ­ნერ­ვი­ულ­დი და ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ვას­მე­ნი­ნე იმათ და ვუ­თხა­რი, რომ ამა­ზე სამი დღის წინ მე­სა­უბ­რა ტა­რი­ე­ლი, ძა­ლი­ან და­იბ­ნენ, შე­ე­შინ­დათ და ვე­რა­ფე­რი და­მაბ­რა­ლეს. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე თვე და მი­რე­კავს ვი­ღაც პო­ლი­ცი­ე­ლი და მე­უბ­ნე­ბა, რომ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ბა­რე­ბენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვინ­მე თე­ო­ნა მი­ჩი­ო­და, ეს იყო ტა­რი­ე­ლის ყო­ფი­ლი ცოლი, რო­მელ­საც გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ტა­ნი­ნეს, - ვი­თომ ავე­დევ­ნე. ჩემ­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა მოხ­და ბრა­ლის დარ­ღვე­ვით, რად­გან ტა­რი­ელ­მა მის ნაც­ნობ პრო­კუ­რო­რებს სთხო­ვა ბრა­ლი წა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამის შემ­დეგ შემ­ხვდა ტა­რი­ე­ლი და მი­თხრა, რომ გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი და მან­ქა­ნას მი­ყიდ­და, რად­გან მე უკვე და­ვი­წყე მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩივ­რე­ბის წერა. გა­მო­ძი­ე­ბა რომ და­ი­წყო და მეც შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა ტა­რი­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი და მი­თხრა, რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბი ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი. რამ­დე­ნი­მე­ჯერ მთხო­ვა და და მეც გა­ვუგ­ზავ­ნე და რო­გორც მი­თხრა, თა­ვა­დაც გა­და­მი­ღო. ამა­ზე შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი, მაგ­რამ რე­ა­გი­რებ არ ჰქო­ნი­ათ. ამის შემ­დეგ მისი მე­გო­ბა­რი ად­ვო­კა­ტი ჯაბა კოჭ­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი დახ­ვდა ჩემს ოჯა­ხის წევ­რს, მა­მას და აჩ­ვე­ნეს ეს კად­რე­ბი. ასე­ვე ტა­რი­ელ­მა სა­კუ­თარ ჯგუფ­ში დადო ჩემი ფო­ტო­ე­ბი, და­ა­წე­რა ჩემი და მა­მა­ჩე­მის ნომ­რე­ბი და და­ა­წე­რეს ქალი გა­მო­ძა­ხე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ქალ­მა ინ­ტერ­ვი­უ­სას.

ამ ბრალ­დე­ბებს ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც კა­კა­ბა­ძე აცხა­დებს, ის სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად მი­მარ­თავს შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას და ითხოვს და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­შია ჩარ­თუ­ლი:

ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე:

"კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თით­ქმის მთე­ლი 6 წე­ლია, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ერთი ადა­მი­ა­ნი - ლიკა ტა­ბა­ტა­ძე სა­უბ­რობს ჩემ­ზე.

ფე­ის­ბუქ­ზე დებს ჩემს ფო­ტო­ებს, წერს რომ ვუყ­ვარ­ვარ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი იყო და სხვას ვერ და­უთ­მობს ჩემს თავს. ასე­ვე მოკ­ვლით და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ჩემს შვი­ლებს. არა­ერ­თხელ ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი მოკ­ვლი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მუ­ქა­რით. ასე­ვე ემუქ­რე­ბა და ლან­ძღავს ჩემს მე­უღ­ლეს. ამ­ბობს, რომ არ მო­ეშ­ვე­ბა მას, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ მი­იყ­ვანს თა­ვის გან­ზრახ­ვას.

ამ ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბებ­მა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი (დე­ტა­ლებ­ში აქ არ შე­ვალ). სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ეს გოგო თა­ვი­სი პოს­ტე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბო­და მა­შინ, როცა გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ში დას­კვნით ფა­ზა­ში შევ­დი­ო­დით. ზუს­ტად იცო­და რო­დის სად ვი­ყა­ვი, რას ვა­კე­თებ­დი, დამ­დევ­და და მა­წუ­ხებ­და. ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად აწუ­ხებ­და ჩემს მე­უღ­ლე­საც. ჩემი მე­უღ­ლის მხრი­დან არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ამ ადა­მი­ანს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მფარ­ვე­ლობ­დნენ. გააგრძელეთ კითხვა