„ჩემ მარაგში" აქცია ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე იწყება
სექტემბერში ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქციებს შესთავაზებს. 1-15 სექტემბერს სპეციალური ფასდაკლება იმოქმედებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე: ფინიკზე, ნუშის გულსა და მოხალულ ნუშის გულზე. გემოვნური მახასიათებლებით გამორჩეული თხილეული და ჩირეული ხელს უწყობს ენერგიის სწრაფ და ბუნებრივ ზრდას. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხელი ზაფხულის შემდეგ ახალი რიტმის დასაწყებად.
რატომ ეს პროდუქტები?
ფინიკი და ნუში იდეალური არჩევანია, როცა საქმე ჯანმრთელობას, ენერგიას და კონცენტრაციას ეხება. ორივე მათგანი ჯანსაღ ხემსს წარმოადგენს და სხვა საკვებისგან განსხვავებით, ორგანიზმს არ ამძიმებს. სექტემბერში, როდესაც სწავლისა და მუშაობის ტემპი იმატებს, ამ პროდუქტებით ადამიანი მარტივად იღებს საჭირო ენერგიას.
ფინიკი
სულ რამდენიმე ცალი ფინიკია საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზმმა მაშინვე იგრძნოს ენერგია. ამას ხელს უწყობს ფინიკში შემავალი ბუნებრივი შაქრები: გლუკოზა, ფრუქტოზა და საქაროზა. სწორედ ამიტომ, ფინიკი ტკბილის სურვილს უფრო ჯანსაღად აკმაყოფილებს. ეს არაჩვეულებრივი ჩირი ასევე შეიცავს უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს მონელებას და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავენ იმუნურ სისტემას. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დატვირთული დღის რეჟიმი აქვს და ბევრი ენერგია ესაჭიროება.
ნუშის გული
ნუში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული თხილეულია: მასში შემავალი ცილები, სასარგებლო ცხიმები და ვიტამინები კონცენტრაციასა და გონებრივ სიფხიზლეს უწყობს ხელს, რაც ორგანიზმს განსაკუთრებით ესაჭიროება სწავლისა და მუშაობის დროს. ნუშის მცირე ულუფაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა თავი დანაყრებულად იგრძნოს.
მოხალული ნუშის გული
მოხალული ნუში არა მხოლოდ გემრიელი, არამედ პრაქტიკული ხემსია. მისი ჭამა მარტივია, ამიტომ იდეალურია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე იმ ზრდასრულებისთვის, ვისაც დატვირთული დღის რეჟიმი აქვთ და ხშირად გზაში უწევთ კვება. ნუშის არომატი და გემო მოხალვისას უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო ცილებისა და სასარგებლო ცხიმების კომბინაცია ენერგიასა და გამძლეობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, რჩება მოხალული ნუში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად.
„ჩემი მარაგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თითოეული პროდუქტის ხარისხს. ფინიკის ჩირში სრულად შენარჩუნებულია თავისი ბუნებრივი სიტკბო და სასარგებლო ნივთიერებები, ხოლო მოხალული ნუშის შემთხვევაში, მოხალვისას თხილეული განსაკუთრებულ არომატსა და გემოს იძენს, თან ისე, რომ ინარჩუნებს თავის სასარგებლო ცხიმებსა და ცილებს.
საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია 500-მდე დასახელების საკვები პროდუქტი, მათ შორის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, სუნელები და სხვა. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი.
(R)