ტრაგედია ლაგოდეხში: "დედა - შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

ტრაგედია ლაგოდეხში: "დედა - შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა"

ლაგოდეხი - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მსუბუქ მანქანაში მყოფმა დედა - შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მისი დედა კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.