რუსულ-ევროპული ომის სცენარი: რა მოხდება თუ პუტინი ბალტიისპირეთს შეუტევს - რუსები ჭაობებში ჩაიძირებიან?! - კვირის პალიტრა

რუსულ-ევროპული ომის სცენარი: რა მოხდება თუ პუტინი ბალტიისპირეთს შეუტევს - რუსები ჭაობებში ჩაიძირებიან?!

აგვისტოს ომის შემდეგ რიგაში ყოფნისას ლატვიის არმიის ერთმა მაღალჩინოსნმა პირად საუბარში მითხრა-თქვენ, ქართველებს ღმერთმა გიბოძათ ბუნებრივი დაცვა კავკასიის ქედის სახით რუსეთის შემოტევისგან თავდასაცავად და თქვენ სამწუხაროდ ვერ გამოიყენეთ, მაშინ ჩვენ ლატვიელებმა რა ვთქვათ, დილას რომ რუსული ტანკები დაიქოქებიან რუსეთის საზღვარზე, საღამოს ბალტიის ზღვის სანაპიროზე იქნებიან გასულებიო ლატვიაზე გადავლის შემდეგო...

რუსეთის ფსკოვის ოლქის საზღვრიდან ბალტიის ზღვის ლატვიის სანაპირომდე 190-მდე კმ-ია და მას რუსული სატანკო არმადები ერთს თუ არა სამ დღეში მართლაც დიდი პრობლემების გარეშე გადალახავენ, რადგან ლატვიაში არ არის მთაგორიანი რელიეფი მათი შეტევების შესანელებლად ჩასაფრებებისა და ხელოვნური ხერგილების მოსაწყობად, ხოლო ის, რომ ლატვია, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის ორი სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაც ნატოს სრულუფლებიანი წევრები არიან, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებული აქვთ ალიანსის მეხუთე მუხლის ავტომატურად ამუშავება და დანარჩენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დახმარება რუსული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად...

ასეთ დროს კი ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს და იგონებს ორიგინალურ და არცთუ ფანტასტიკურ გამოსავალს, რომელიც შეიძლება ნამდვილად დაეხმაროს ბალტიისპირეთს და არა მარტო მათ, აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებსაც პუტინის არმიის მხრიდან შესაძლო აგრესიის დაწყების შემთხვევაში...

1-chaobi-1756580186.png
ჭაობში ჩარჩენილი რუსული ტანკი თავის ტანკისტებთან ერთად-ერთ-ერთი მოხერხებული გამოსავალი რუსული აგრესიის შესაჩერებლად...

...და,ეს არის...ერთხელ უკვე ამომშრალი ჭაობების, ისევ ჭაობებად გადაქცევა, რომ რუსული ტანკების და სხვა ჯავშანტექნიკის კოლონები ამ ჭაობებში ჩარჩნენ!

რაღაც ამგვარი გეგმები ქართველ სამხედროებსაც ჰქონდათ აგვისტოს ომის დროს, გუფთის ხიდის აფეთქების სახით, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, სამაგიეროდ აღმოსავლეთ ევროპაში სერიოზულად განიხილავენ აღმოსავლეთ მიმართულებაზე ნიადაგის სასწრაფო დაჭაობების შესაძლებლობას, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება, მით უმეტეს აქვთ საუკეთესო თვალსაჩიონობა რუსეთ-უკრაინის ომის სახით, როდესაც უკრაინელების დროულმა მოქმედებებამ რუსი ოკუპანტების ტანკები კიევამდე არ მიუშვა და ჩაიშალა პუტინის ბლიცკრიგის გეგმა...

ომის დასაწყისშივე, როდესაც რუსული ჯავშანკოლონები უკრაინის დედაქალაქს კიევს ჩრდილოეთიდან მიუახლოვდნენ, უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს მდინარე ირპენზე მდებარე დამბა, რამაც დატბორა არა მარტო გზები, არამედ მათი მიმდებარე ტერიტორიებიც, რომლებიც ადრე ჭაობებს წარმოადგენდა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ამოაშრეს და სასოფლო სავარგულებად გადააქციეს.

ყოფილი ჭაობების ხელახლა დატბორვამ ის გაუვალი გახადა და რუსული ტანკები და სხვა ჯაშანტექნიკაც ამ ჭაობებში ჩარჩა, რის შემდეგაც უკრაინელებმა მათი ნაწილი ააფეთქეს, ნაწილიც კი ალაფად წაიღეს.

2-chaobi-1756580187.png
კიევის დასაცავად უკრაინელებმა მდინარე ირპენზე დამბა ააფეთქეს და შემოგარენი დატბორეს,რამაც რუსი ოკუპანტების წინსვლა უკრაინის დედაქალაქისკენ შეაჩერა-დატბორილში გაჭედილი რუსი ოკუპანტების მედესანტეთა საბრძოლო მანქანა...

ბალტიის სამივე ქვეყანა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები წლების განმავლობაში საქართველოს უკიჟინებდნენ, გინდათ თუ არა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავ კონვენციას შემოუერთდით და სასწრაფოდ გაანადგურეთ ქართული არმიის არსენალში არსებული ქვეითსაწიანააღმდეგო ნაღმების მარაგი, როგორც არაჰუმანური იარაღიო...

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რომელიც ბავშვის ფეხის დაბიჯებაზეც კი ფეთქდება, რა თქმა უნდა არაჰუმანური იარაღია, მაგრამ ამასთანავე ყველაზე იაფი და ეფექტიანი საშუალება თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად და ქართულ მხარეს რომ შესძლებოდა აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბის გამოსასვლელიდან ცხინვალის მისადგომებამდე ერთადერთი გზის სწორედ ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დისტანციურად დანაღმვა, ეს რუს ოკუპანტებს რამდენიმე ხნით მაინც გაუძნელებდა ცხინვალამდე მოღწევას...

ახალ კი იგივე ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გენერლები თავში ხელებს ირტყამენ,ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მთელი მარაგი როგორ გავანადგურეთო და პოლიტიკური ხელისუფლებებისგან მოითხოვენ ქვეითასაწინააღმდეგო ნაღმების წარმოების სასწრაფო აღდგენას და მანამდე სხვა ქვეყნებიდან შესყიდვას,რათა თავდაცვით ზღუდეები მოაწყონ რუსეთთან სახმელეთო საზღვრებზე...

3-chaobi-1756580187.png
ევროპის დაჭაობებული რაიონების რუკა-რაც უფრო მუქი ფერია,მით უფრო ძლიერი დაჭაობებაა,განსაკუთრებით კი რუსეთ-ფინეთის საზღვარზე......

ამას კი დიდი დრო და ფინასები სჭირდება,მაშინ,როდესაც ერთელ უკვე დაჭაობებული და მერე ამოშრობილი ნიადაგის ხელახლა დაჭაობება ბევრად ადვილია, რისი დიდი გამოცდილება აქვს იმ ფინეთს, რომელსაც 1939 წელს სტალინის არმიის შეტევების მოგერიება უწევდა და დაჭაობებულ მონაკვეთებს კარგად იყენებდა გაუვალი თავდაცვითი ზღუდეების მოსაწყობად.

აქამდე ფინელები არც თუ ისე უფრთხოდნენ რუსეთს,მაგრამ მას შემდეგ რაც ფინეთი და შვედეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ,ისინი ავტომატურად ჩაეწერნენ რუსეთის პოტენციური მტრების სიაში.

ისე, რა უცნაურია, როდესაც საქართველომ და უკრაინამ „წამოიკნავლეს“ ნატოს წევრობა გვინდაო, კრემლმა სატანკო ტრალებით გადაგვიარა, ხოლო ფინეთი და შვედეთი, როდესაც ასე სწრაფად გახდნენ ჩრდილოატლანიკური ალიანსის წევრები, პუტინი საქვეყნოდ ერთხელაც კი არ დამუქრებია მათ, არადა ფინეთს რუსეთთან 1 271 კმ სიგრძის საზღვარი აქვს ანუ თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე საქართველო-რუსეთის საზღვარია და კრემლი ფინეთის ნატოს წევრობიდან უფრო მეტ საფრთხეს უნდა ელოდოს...