"სიყვარული ყველას უნდა" უკვე გამოსულია და კინოსტუდიაში მივედი ჰონორარის ასაღებად.­ ოთახიდან მესმის ხმამაღალი ლაპარაკი. უცებ, რეზო ჩხეიძე მეუბნება: "ეს - კვირის პალიტრა

"სიყვარული ყველას უნდა" უკვე გამოსულია და კინოსტუდიაში მივედი ჰონორარის ასაღებად.­ ოთახიდან მესმის ხმამაღალი ლაპარაკი. უცებ, რეზო ჩხეიძე მეუბნება: "ეს, რაც შიგნით ხდება, შენ გამოაო..." ვიგრძენი, როგორ ამასხა სირცხვილისგან სისხლმა"

"კინოსტუდიაში, დათოს, როგორც პირველი ადგილის მფლობელს, გადასცეს მონპელიე­დან გამოგზავნილი პრიზი. ამასთან, უნდა გადაეცათ სოლიდური თანხა, რომელიც ჯილდოს მოჰყვებოდა. მაგრამ იცით რა უთხრეს? წელს თანხის გარეშე­ იყო ამ პრიზის გადაცემაო... ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ამხელა უნარის მქონე კაცი“"გააუქმეს"! ასე იციან აქ, თუ წარმატებული ხარ, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაგანადგურონ..."

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი 75 წლის გახდა, თუმცა ვერაფრით დაიჯერებ მის ასაკს, იმდენად სიცოცხლით სავსე ადამიანია. მის მშობლიურ თუმანიშვილის კინო­მსახიობთა თეატრში უამრავი თაყვანისმცემელი მივიდა ამ დიდებულ ქალბატონთან შესახვედრად.

- გილოცავთ იუბილეს, სიკეთეს და სიყვარულს გისურვებთ, რომელიც ისედაც უხვად გაქვთ მაყურებლისგან...

- უღრმესი მადლობა! ჩემამდე ისე მძლავრად მოვიდა ამ ხალხისაგან სიყვარული, რომ კინაღამ გადამაყირავა.

- თქვენზე ყველა თქვენი კოლეგაც აღფრთოვანებით საუბრობს...

- ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ შორის გულისტკენა­ არ ყოფილა. საერთოდ, არ მესმის ეს ნეგატიური რაღაცები. ხშირად მეუბნებიან, რა კარგად გამოიყურები, ასაკი არ გეტყობაო.­ იმიტომ, რომ ნეგატივს არ ვიკარებ. ჩემს კოლეგებს უზარმაზარ მადლობას ვუხდი ასეთი მოფერებისთვის...

499963201-1141223118034107-5413996333873615399-n-1757662142.jpg

ძალიან ახალგაზრდა მივედი კინოსტუდიაში. მახსოვს, უკვე ნათამაშები მაქვს ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" და კინოსტუდიაში მივედი ჰონორარის ასაღებად.­ ვდაგავარ სალაროსთან, უცებ მეორე ოთახიდან მესმის ხმამაღალი ლაპარაკი. რაღაც ფილმს განიხილავენ... მივედი ახლოს და მივაყურადე, შემდეგ გავსწორდი. უცებ კარი გაიღო და ვხედავ რეზო ჩხეიძე დგას.„მოდი აქო, მითხრა და წამავლო ხელი -“ეს რაც შიგნით ხდება, შენ გამო ხდებაო... ვიგრძენი, როგორ ამასხა სირცხვილისგან სისხლმა. რეზო აგრძელებს,­ იცი, ახლა აქ რეზო ინანაშვილი ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა, დაწერეთ ამ გოგონასთვის სცენარი, ხომ ხედავთ, მონატრებული­ ნიჭიერება გამოჩნდა, მე არა ვარ სცენარისტი, თორემ აქამდე დავწერდიო. შემდეგ ბატონმა­ რეზომ­ დააყოლა, იცი, საწინააღმდეგო არავის არაფერი არ უთქვამსო. ეს იყო პირველი, როცა ასეთმა ბუმბერზმა ადამიანებმა შემაფასეს.

მერე ისე მოხდა, დაიწერა კიდევაც სცენარები, მაგრამ ჩემამდე აღარ მოსულა... გავიდა ხანი და უამრავი­ როლი ვითამაზე სცენაზე. ბატონი მიშა თუმანიშვილის "დონ-ჟუანით" მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დავდიოდით გასტროლით. ახალი ჩამოსული ვარ, კინოსტუდიაში მივდივარ. გაწვიმდა. უცებ ჩემ წინ ჩერდება ახალი "გაზ-24", იღება მანქანის­ კარი და ვხედავ გენიალურ თენგიზ აბულაძეს - დაჯექი მანქანაში, საქმე მაქვსო! კინოსტუდიიდან თეატრამდე მთელი გზა მიყვება, რომ გეგმავს ჩემთვის სცენარის დაწერას და მიხსნის, როგორ უნდა მომარგოს. სიხარულით ცას ვეწიე, მაგრამ სცენარი აღარ შედგა, რადგან ბატონი­ თენგიზი მალევე გარდაიცვალა.

კიდევ იყო ერთი შემთხვევა - ჩემი მეუღლის, დათო ნაცვლიშვილის "ლეონარდოში" უნდა მეთამაშა მთავარი როლი, მაგრამ მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და მათე ისე სწრაფად გაიზარდა მუცელში, ვეღარ შევძელი...

- ვიცი, რომ ამ ფილმთან დაკავშირებით გაუგონარი რამ მოხდა...

- ასეა. 90-იან წლებში კინოსტუდიის­ საცავიდან მოიპარეს ამ ფილმის 6 ნაწილი,­ რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფურცელს ეხებოდა­ - როგორ გამოაცხადა ზვიად გამსა­ხურდიამ დამოუკიდებლობა. კიდევ იყო რამდენიმე­ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი... ეს ფილმი იყო შედევრი! რა მაძლევს­ ამის თქმის უფლებას? მოკლედ, ფილმის ჩაბარებაა, ერთა­დერთი სამუშაო­ ვერსიაა დაბეჭდილი. დარბ­აზში სხედან თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, რეზო ჩხეიძე, ოპერატორი­ და კიდევ რამდენიმე­ თანამშრომელი­. დათო ნაპირას დაჯდა, რამე რომ ეთქვათ, უცებ გასულიყო დარბაზიდან. დამთავრდა ფილმი და დავინახე, სანამ ვინმე რამეს იტყოდა, დათო ადგა და გავიდა. ის რომ გავიდა,­ მე წინ გადავჯექი­. თენგიზ აბულაძემ ჯიბეში­ ჩაიყო­ ხელი, რაღაც ამოიღო­, გაშალა ხელის­გული და ვხედავ, თეთრი აბი უდევს. მერე ხმამაღლა ამბობს: ფილმის ყურებამ წამლის დალევა დამავიწყა! მოუტანეს წყალი, აბი გადაყლაპა, პატარა პაუზა და აგრძელებს: ეს შედევრია! ოღონდ ეს შედევრი იყო იქამდე, სანამ იმ 6 ნაწილს მოიპარავდნენ. კინოსტუდიის ისტორიას არ ახსოვს, რომ საცავიდან რამე დაკარგულიყო...

- რას გულისხმობთ?

- ვთქვათ, რეზო ჩხეიძეს უნდოდა ფილმი ეჩვენებინა ვინმესთვის, ლაბორატორიაში შესვლაზე, ან ვინმეს შეყვანაზე ხელი უნდა მოეწერა - შევდივარ და შემყავს ესა და ესო... ასევე აწერდა ხელს უკან გამოსვლისას. იქ შესვლის უფლება­ ჰქონდა მხოლოდ ფილმის რეჟისორს და ოპერატორს. როგორც დათო ამბობს, მაშინ ოპერატორი "დაიკერა".­ ის ადამიანი გარდაცვლილია და არ მინდა მისი სახელის­ ხსენება,­ ერთი კი ვიცი, იმ ამბის მერე დათო ნაცვლიშვილი სულ გათეთრდა, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო. მაშინ კა-გე-ბე ასე მუშაობდა!­ ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ნაწილი ფილმში რომ დარჩენილიყო, რა მოჰყვებოდა ამ სიმართლეს?! არ აწყობდათ და გააქრეს!

მერე გასაოცარი რამ მოხდა, გარკვეული დროის შემდეგ, ამ ფილმმა მონპელიეში გაიმარჯვა. იმ დროს კინოსტუდიაში მუშა­ობდა ნაცვლიშვილის ქალი, დათოს მოგვარე, რომელმაც თავის თავზე აიღო ყველაფერი და საფრანგეთიდან ჩამოსულ კინოკრიტიკოსს ჩუმად ფრანგულად გადაულაპარაკა, ჩემმა მოგვარემ გადაიღო ფილმი, ეს არის ახალი ქართული­ კინო, რომელიც მინდა გაგატანოთო. ამ კაცმაც წაიღო­ მონპელიეში... ამასობაში ჩვენ გაქცეულები ვართ სოფელში. თბილისში საშინელება­ ხდება, გაქანებული 1991 წელია, სრული­ შიმშილი და გაჭირვებაა და მინდა, ეს ჩემი ნანატრი შვილი მათე სოფელში კარგად გამოვ­კვებო. მე და დათომ მივატოვეთ ყველაფერი და ასე ვუშველეთ თავს. ამ დროს თუმანიშვილში მსახიობებს 40-40 ლარი აქვთ ხელფასი და ყველა გადარჩენაზე ფიქრობს. რა დამავიწყებს, თამარ მეფის გამზირზე ტყვიების ხმა ისმოდა რეპეტიციების დროს. მოკლედ, ჩვენ წავედით და წავედით... ამასობაში, გამსახურდიამ სოფელში მიწები დაარიგა და ჩვენც გვერგო ნაკვეთი. ვთესავდით და ვთესავდით, რაც კი შეგვეძლო... ერთხელ დათო მინდორშია გასული, ტრაქტორზე ზის და მიწას ხნავს. ხედავს,­ ძლივს მოღოღავს ძველი 06. მანქანიდან ჩვენი ნათესავი გადმოვიდა და ატყობინებს­ ამბავს, რომელიც ტელევიზიით გამოუცხადებიათ - მონპელიეში დათოს ფილმმა­ აიღო ჟიურის და კრიტიკის პრიზი. დათო მაშინვე­ წამოვიდა თბილისში ამბის გასაგებად. კინოსტუდიაში, როგორც პირველი ადგილის მფლობელს, გადასცეს მონპელიე­დან გამოგზავნილი პრიზი. ამასთან, უნდა გადაეცათ სოლიდური თანხა, რომელიც ჯილდოს მოჰყვებოდა. მაგრამ იცით რა უთხრეს? წელს თანხის გარეშე­ იყო ამ პრიზის გადაცემაო... ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ამხელა უნარის მქონე კაცი“"გააუქმეს"! ასე იციან აქ, თუ წარმატებული ხარ, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაგანადგურონ...

c846accd-9606-43f5-b481-9dcef58a998e-1756663175.jpg

რეზო ჩხეიძის რეკომენდაციით, დათო ნაცვლიშვილი გახდა კინოსტუდიის დირექტორი, რომელმაც ახალი ერა შექმნა­ ქართული კინოს ისტორიაში. ააშენა­ ახა­ლი­­ ლაბორატორიები, შემოიტანა ახალი­ ტექნიკა­ და დაიწყო კინოსტუდიის ახალი­ სიცოცხლე. გავიდა დრო, შეიცვალა ხელის­უფლება­ და დათოც გაათავისუფლეს... ურეკავდნენ მოსკოვიდან, სთავაზობენ ძალიან დიდ თანამდებობას, მაგრამ უარი შეუთვალა. უკრაინიდანაც მიიღო შეთავაზება, ამაზეც უარი თქვა... ერთ დღესაც პურის რიგში ვდგავართ და დათოს ვეუბნები, რა ვქნათ დათო, ასე როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება-მეთქი? მომიტრიალდა და მეუბნება, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, გადავბრუნდები და ქვეყანას ახლა არ დავტოვებ, ჩემნაირი კაცებისგან როგორ შეიძლება ეს ქვეყანა დაიცალოსო?!

დღეს მე აქეთ ვარ, დათო სოფელშია. დაწერა ახალი პიესა, რომელმაც თუმანიშვილის პრემია აიღო. მერე გამოცხადდა კონკურსი, სადაც ისევ დათოს პროექტმა გაიმარჯვა. დათოს უნდა აერჩია, სად წავიდოდა, რომელ თეატრში, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, დათოს­ გარდა ყველა გაანაწილეს... მე აღარ ვიცი, ამას რა ჰქვია? ეს ჩვენი ცხოვრებაა,­ ჩემი და დათოსი­.

არაფერს ვნანობ, პირიქით, მადლობას ვუხდი ჩემს მაყურებელს. მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, გენიოსი მეუღლე, არაჩვეულებრივი შვილი, რძალი და შვილიშვილები. უკვე 75 წლის ვარ, ვფიქრობ ეს ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. მე და ჩემი მეუღლე თუ ვინმეს გამოვადგებით, მზად ვართ, აქ ვართ, ჯერ ცოცხლები ვართ!

რუსუდან შაიშმელაშვილი