"ხანძარი გაზის გაჟონვამ გამოიწვია... დაშავდა ერთი ადამიანი" - თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

"ხანძარი გაზის გაჟონვამ გამოიწვია... დაშავდა ერთი ადამიანი" - თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თემქაზე, მეოთხე მიკროში, კორპუსში ხანძარია. როგორც ადგილობრივები წერენ ხანძარი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავდა ერთი ადამიანი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც palitravideo-ს საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო მანქანებია მობილიზებული.

წყარო