ტრამპის კოშმარი ახდა ანუ სი ძინპინმა დაიწყო?! - ახალი დიდი ალიანსი, რომელსაც მსოფლიოს თავდაყირა დაყენება შეუძლია
ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად „გლობალური მართვის“ უფრო სამართლიანი სისტემის შესაქმნელად - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა, „თანამშრომლობის შანჰაის ორგანიზაციის“ გუშინდელ სამიტზე, რითაც ღია გამოწვევა გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპს იმის თაობაზე, რომ ჩინეთი რუსეთთან ერთად ისეთი მრავალპოლარული სამყაროს შექმნას აპირებს, სადაც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ჰეგემონიის დრო დასრულდებაო...
ანუ მოხდა ის რასაც ასე უფრთხოდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, როდესაც თეთრ სახლში მეორედ „შებიჯების“ შემდეგ, რვა თვის განმავლობაში, ყველა ღონეს ხმარობდა, პუტინი თავისკენ „გადაექაჩა“, რომ რუსეთი არ გამხდარიყო იმ ჩინეთის პარტნიორი, რომელსაც ტრამპის ხელისუფლება ამერიკის მთავარ საფრთხედ და პოტენციურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, უახლოეს მომავალში...
ტრამპი მზად იყო, რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფი უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებიც კი გაეღო მსხვერპლად, მისი ტერიტორიის ნაწილის კრემლისთვის „გადალოცვის“ სახით, ოღონდ პუტინი-სი ძინპინის ასეთი დაახლოება არ მომხდარიყო...
ალასკას შეხვედრაც ეტყობა, ძირითადად, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა, თუმცა „შენიღბული“ გახლდათ რუსეთ-უკრაინის ომის თემით, რომელზეც, სავარაუდოდ, ტრამპმა პუტინთან სცადა პირისპირ მოლაპაკებით არ დაეშვა ის, რაც გუშინ ჩინეთის ტიანცზინში სამიტის დროს გაჟღერდა, ოფიციალური პეკინის მხრიდან, რასაც დაემატა ვაშინგტონისთვის კიდევ უფრო უსიამოვნო ფაქტიც...
ასევე, დაგაინტერესებთ: ნუთუ ასე გაძვირდნენ "პეტრიოტები" ანუ ტრამპი ბაიდენის ნაჩუქარის "ამოღებას" აპირებს?
რუსეთის საწვავის გარეშე დატოვება - სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინული კამიკაძე - დრონების შესრულებით...
კერძოდ, მხოლოდ ერთმა ფოტოსურათმა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის თავმჯდომარე ერთმანეთთან ხელჩაკიდებულები დგანან და ამით ტრამპს მიანიშნებენ - ამერიკავ, შენი აღარ გვეშინია, ჩვენ უკვე სამნი ვართ!
თვით ის ფაქტიც, რომ ერთმანეთთან არცთუ სახუმაროდ დაპირისპირებული ჩინეთი და ინდოეთი, რომელთა საზღვარზეც დროდადრო ორივე ქვეყნის მესაზღვრეები ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ და საქმე ლამის ომამდე მიდის, ერთიანდებიან ტრამპის ამერიკის ჯიბრზე, შემთხვევითი არ არის, რადგან ინდოეთი თავს ძალზე შეურაცხყოფილად გრძნობს, ტრამპის ადმინისტრაციისგან, როდესაც მას რუსული ნავთობის შესყიდვის გამო მაღალპროცენტიანი ტარიფები დაუწესა აშშ-მა.
„ანტიამერიკული ღერძის“ რეალურად შექმნა და ამოქმედება უკვე ახლო მომავლის საქმე ხდება, რომელ „ღერძზეც“ ამ სამი ბირთვული სახლმწიფოს გარდა, მალევე „მიებმებიან“ ასევე ბირთვული ჩრდილოეთ კორეა და შეიძლება - პაკისტანიც და, რა თქმა უნდა... ირანი, რომელსაც ტრამპის „გამოგზავნილი“ 14-ტონიანი ბომბების ჩამოყრა არასოდეს დაავიწყდება...
ის, რომ პეკინის ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადება მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის და ის გამაგრებულია რეალური ძალით, ჩინეთი ხვალ, 3 სექტემბერს დაამტკიცებს, როდესაც პეკინის ტიანამენის მოედანზე მოაწყობს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავთან მიძღვნილ 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზულ სამხედრო აღლუმს, რომელზეც პირველად გამოაჩენს ბირთვული იარაღის გადამტან ახალ აერობალიტისკურ და ჰიპერბგერით ფრთოსან რაკეტებს, მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავებსა და სტრატეგიული დანიშნულების უპილოტო წყალქვეშა აპარატებს. მოკლედ, ყველა იმ ულტრათანამედროვე შეირაღებას, რომლითაც აშშ-ს უდიდესი სამხედრო საფრთხე შეუძლია, შეუქმნას...
ტრამპი რომ ყველაფერ ამას უდიდეს პრობლემად აღიქვამს, მთლიანად აშშ-ის უახლოესი მომავლისთვის, იმაშიც გამოჩნდება, რომ 2 სექტემბრის 21:00 საათისთვის (თბილისის დროით) ის თეთრი სახლიდან საგანგებო განცხადების გაკეთებას აანონსებს...