რა ქონებას ფლობენ იაგო ხვიჩია და ირაკლი კუპრაძე, რომლებიც თბილისის მერობისთვის იბრძვიან - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ იაგო ხვიჩია და ირაკლი კუპრაძე, რომლებიც თბილისის მერობისთვის იბრძვიან

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, დედაქალაქის ამჟამინდელ მერს, კახა კალაძეს ორი ოპოზიციონერი კონკურენტი ჰყავს. თბილისი მერის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ლელოს და გახარიას პარტიის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და “გირჩიდან” იაგო ხვიჩია.

“ბიზნესპრესნიუსი” დედაქალქის მოქმედი მერის ქონებრივ მდგომარეობაზე უკვე წერდა, ახლა კი ოპოზიციონერი კანდიდატების დეკლარაციებს შემოგთავაზებთ.

“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვარში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც 2023 წელს 161 886 ლარად შეიძინა. ასევე, 2 მსუბუქი ავტომობილი, კერძოდ, ford fusion, რაშიც 2022 წელს 4000 დოლარი აქვს გადახდილი და mitsubishi outlander, რომელიც 2024 წელს 5000 დოლარად იყიდა.

დეკლარაციის მიხედვით, დოკუმენტის შევსებისას ირაკლი კუპრაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში 263 ლარამდე ჰქონდა.

რაც შეეხება მის შემოსავალს, “ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” გენერალური მდივნის პოზიციაზე გასულ წელს ხელფასის სახით ჯამში 31 937 ლარი მიიღო. ამასთან, ირაკლი კუპრაძე რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, თუმცა დეკლარაციის მიხედვით, შემოსავალი არ უფიქსირდება.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირაკლი კუპრაძეს აქვს საბანკო სესხი 256 000 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწირულობის სახით გაცემული აქვს ჯამში 45 500 ლარი.

“გირჩის” მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 2 ბინა თბილისში, რომელთაგან ერთზე მითითებულია, რომ ფლობს მხოლოდ 50%-ს, ხოლო მეორე 72 000 აშშ დოლარად შეიძინა.

განაგრძე კითხვა